საზოგადოება
მილიონი რუსი ტურისტი, 17%-ით გაზრდილი საქონელბრუნვა და 90%-ით გაზრდილი ავიამიმოსვლა - რუსეთი საქართველოს მოცულობით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა

  საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ჰუმანიტარული შემადგენელი პრევალირებს რფ-ისა და საქართველოს დიალოგში, რომელიც პრაღაში ორივე ქვეყნის წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან გამართული მორიგი რაუნდის კომენტირებისას.

 “ამას კონკრეტული ფაქტებიც აასტურებს. მაგალითად, გამუდმებით იზრდება რუსების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ტურისტებად ჩადიან, წელს მათმა რიცხვმა შესაძლოა, მილიონს მიაღწიოს. ბოლო წლის განმავლობაში თითქმის 90%-ით გაიზარდა ავიამიმოსვლა ორივე ქვეყანას შორის. გარდა ამისა, დღეს  განვიხილეთ ორივე ქვეყნის ცალკეულ მოქალაქეთა ბევრი კერძო მიმართვა, რომლებიც საქართველოში ან რუსეთში მათ ინტერესებს ეხება”.

 კარასინის თქმით, რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. მხოლოდ ამ წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა ქვეყნებს შორის 17%-ით გაიზარდა. გამუდმებით იზრდება საავტომობილო მიმოსვლა.

 ორივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები შეთანხმდნენ, რომ ამ წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქმიან ფორუმს ჩაატარებენ, რომელიც უდავოდ მისცემს ბიძგს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ახალი კონტაქტებისკენ, - ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.