სამართალი
შსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე შვეულმფრენით ტრანსპორტირება უზრუნველყო (ვიდეო)

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს (ვიდეო იხ. აქ).

 60-მდე ადამიანი ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით გადაიყვანეს, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

 მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.