სამართალი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება“ – ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 „თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომლებიც გავრცელდა, ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევები, თუმცა, მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.