პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შევიცვალეთ და ჭკუა ვისწავლეთ!“ - ირწმუნება დამნაშავე სააკაშვილი

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პოსტსკრიპტუმისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმ შეცდომებზე ილაპარაკა, რომლებმაც მის გუნდს 2012 წელს არჩევნები წააგებინა.

 სააკაშვილის განცხადებით, რეფორმებისა და მშენებლობის მასშტაბური ტემპების გამო, ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათთვის სათანადოდ ახსნა, თუ რას ემსახურებოდა ესა თუ ის რეფორმა ან სახელმწიფო პროექტი.

 "ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა და ჩავარდნა იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა თავი ამ ყველაფრის ნაწილად ვერ იგრძნო. მართლა სკამები კი არ იყო ჩაზნექილი, უბრალოდ, ენატრებოდათ ის დრო, როცა მათი წარმოდგენით, მათი აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ხალხის გამტყუნება აქ არ შეიძლება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ჩართულობის მეთოდით დავბრუნდეთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ", - აცხადებს საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მე–10 მუხლით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი, იმედოვნებს რა შეწყალებას პრეზიდენტი მარგველაშვილისგან საქართველოში დაბრუნებისას...