პოლიტიკა
მიხეილ ხუბუტია: "ივანიშვილის წასვლა საქართველოს კრახის ტოლფასი იქნება! მისი შეცდომების გამოსწორება კი სულ უბრალოდ შეიძლება…"

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში ქართველთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ თავის Facebook-გვერდზე კომენტარი გაუკეთა ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ ხმამაღალ განცხადებას აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისაგან შესაძლო ჩამოშორების შესახებ.

 როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც და დავუბრუნდები იმ ცხოვრებას, როგორიც მსურდა. მე მაქვს განცდა, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას და არ უნდა ვუღალატო,  უნდა დავეხმარო და ვაჩვენო ჩემებურად, არგუმენტირებულად - როგორ ვხედავ.  თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, 5 ათას კაცს ნებისმიერი პატარა პარტია აგროვებს და არ მექნება ამბიცია, რომ 5 ათას კაცს არ ვუღალატო. როგორც კი ვნახავ, ნახევარზე ნაკლები წამოვიდა ის პოზიცია და არ დაუჭირა მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც, დავუბრუნდები იმ ცხოვრებას, როგორიც მსურდა!“.

 "ჩემი პირადი აზრია და შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს ვეკამათო, თუ ის პრაგმატიკოსია - მისი წასვლა საქართველოს კრახის ტოლფასი იქნება! არა იმიტომ, რომ ის ძალიან მიყვარს, არც კი შემხვდა

 მაგრამ გაიხსენეთ - როგორ ეშინოდათ საქართველოში ყველასი და ყველაფრის სააკაშვილის დროს! ბიძინამ, სულ ცოტა, 10 000 ადამიანი გადაარჩინა გაუპატიურებას! თავისი კაპიტალით ის მშვიდად გააკეთებს ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაში და საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრებს. აჭარას კი მის გარეშე ნამდვილად დავკარგავთ!

 ხოლო მისი შეცდომების გამოსწორება, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არსებობს, სულ ადვილად შეიძლება. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ყველაფერი ერთად არ ხდება. ახლა ასეთი დრო და ასეთი გარემოებებია!!! მომავალში ვნახოთ, რა იქნება!", - წერს მიხეილ ხუბუტია.