საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს რუსი ჟურნალისტები სტუმრობენ

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. პრესტურის ფარგლებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების Interfax-ის, Elle.ru-ს, Harper’s Bazaar-ისა და სხვა რეიტინგული ონლაინ-ბეჭდური მედიის ჟურნალისტები გაეცნენ. ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და სოფელ ვაიოს სტუმრობდნენ, სადაც  საშუალება ჰქონდათ, ადგილობრივი კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები აღნიშნულ მედია გამოცემებში ივნისის ბოლომდე გავა.

 2016 წლის მარტიდან დღემდე აჭარის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები, სხვადასხვა მედია საშუალების გარდა, რუსეთის პოპულარული ტელეარხების “Моя планета“- ს და „ПЯТНИЦА»- ს ობიექტივში მოხვდა. ტელეარხებმა რეგიონში მოგზაურობასა და გასტრონომიას სპეციალური გადაცემები მიუძღვნეს. წლის ბოლომდე დეპარტამენტი რუსეთიდან დამატებით ორ პრესტურს გაუწევს ორგანიზებას. აქედან ერთი  ტელეარხ „ПЯТНИЦА»- ს გასართობი გადაცემის „ЖаннаПожени” გადამღები ჯგუფი იქნება.