აქტუალური
"ბიძინა ივანიშვილს რომ ნდომოდა რომელიმე ტელევიზიის ხელში ჩაგდება, საკუთარს არ გააუქმებდა" - დიმიტრი ხუნდაძე

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებებზე და პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა.

 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და მისი გადაწყვეტილებაც დამოუკიდებელი უნდა იყოს.

 „პოლიტიკური განცხადებები უნდა იყოს მაქსიმალურად თავშეკავებული. ბიძინა ივანიშვილს რომ დომოდა რომელიმე ტელევიზიის ხელში ჩაგდება, საკუთარს არ გააუქმებდა. ის არ ერევა ტელევიზიების მართვაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზურაბ ტყემელაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.