საზოგადოება
სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან "ფონდი ქართუ" 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკურ ბაღს გააშენებს

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი - "განმუხურის ბოტანიკური ბაღი".

 "იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება, პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ.

 მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით გადაეცა.