პოლიტიკა
პრემიერ კვირიკაშვილის სამუშაო ვახშამი აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდთან

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი.  სამუშაო ვახშამზე შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რამსფელდის ფონდს, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, CAMCA-ს (ფორუმი „კავკასია–ცენტრალური აზია–ავღანეთი–მონღოლეთი“) რეგიონული ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მანვე ხაზი გაუსვა რამსფელდის სტიპენდიების პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დიდად აფასებს საქართველოსადმი გაწეულ მხარდაჭერას.

შეხვედრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ რამსფელდმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და მოისმინეს ქართული მეღვინეობის უძველესი კულტურის  ისტორია.