უცხოეთი
„რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას!“ – იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიამ  ნატოს უმთავრესი პრინციპი დაარღვია, რომელიც სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს“,-აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

 "ნატოს დაფუძნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს, თუმცა რუსეთი პატივს არ სცემს, არც საქართველოს და არც უკრაინის  ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის მიერ სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ყველა ქმედება რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ განხორციელდა.

 "ამაში ეჭვი არავის ეპარება. არავინ საუბრობდა  აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროების განთავსებაზე, მაგრამ ალიანსის წინაშე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და სამხედრო ძალაა, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.