აქტუალური
„რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ქვეყანას“ - ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

 „დღეს, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც  იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები“,- ნათქვამია წერილში.

 „ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, უახლოეს და არცთუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები  ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენ შორიახლო დაცურავენ და  კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია წერილში.