პოლიტიკა
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 

 როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს.

 „ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზებაიჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოიკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია - იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილში.