უცხოეთი
ანკარაში უპასუხეს დევიდ კემერონის განცხადებას ევროკავშირში თურქეთის გაწევრების შესახებ 3000 წლისთვის

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კემერონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საეჭვოა თურქეთი ევროკავშირში 3000 წლამდე შევიდეს, ანკარაში „სამარცხინო“ უწოდეს. „თუ ვინმე ამბობს, რომ თურქეთი ევროკავშირში 3000 წლამდე ვერ შევა, ეს მისი სირცხვილია და არა ჩვენი“, – განაცხადა თურქეთის ვიცე–პრემიერმა ნუმან კურთულმუშმა პარლამენტში გამოსვლისას.

 "მათ ევროკავშირში შესვლაზე განაცხადი 1987 წელს შეიტანეს. გადაწყვეტილების მიღების ამ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ბოლოს განვითარებული მოვლენების მიხედვით, თურქეთი ალიანსში შესვლას დაახლოებით 3000 წელს მოახერხებს", - განაცხადა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.