საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: "ბოიკოტი არის იმ პროვოკაციის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორცხელში დაიწყო" (ვიდეო)

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაპირისპირების ორგანიზატორი კორცხელში სწორედ ოპოზიციური პარტია იყო, მათ ჰყავდათ მობილიზებული საკუთარი მხარდამჭერები, რასაც მოჰყვა არეულობა (ვიდეო იხ. აქ). კობახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციების შესახებ და სწორედ ამიტომ იყვნენ საარჩევნო უბანზე მობილიზებული "ქართული ოცნების" აქტივისტებიც. თუმცა, სამწუხაროდ, "ოცნების" მხარდამჭერები პროვოკაციას წამოეგნენ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დაპირისპირება ნიკა მელიას აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია და ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას დიპლომატიურ კორპუსს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მსგავსი რამ აღარ მოხდება და "ბინძურ პროვოკაციებს" აღარავინ წამოეგება.