სამართალი
„კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ, სხვაგვარად მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება“ – დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული:

 „ძალადობის აქტებზე რეაგირება ხელისუფლების, სახელმწიფოს და პოლიციის საქმეა და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა, ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და ვინ მერე მუშტი დაარტყა. დარწმუნებული ვარ, რომ მოძალადეები დაისჯებიან - ის ადამიანები, რომელთაც მსგავსი რაღაც დაგეგმეს, თუკი ეს დაგეგმილი იყო და თუ არ იყო - ამასაც გავიგებთ. ვიცი, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის მყარი განწყობა და გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.