აქტუალური
შსს–ში 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა აპლოდისმენტების ქვეშ სახლებს მიაშურეს!

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ექვსივე სპორტსმენმა, რომლებიც ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე „ნაცანალური მოძრაობის“ ლიდერი გიგა ბოკერიას მიერ პროვოცირებულ ჩხუბში მონაწილეობდნენ, გვიან ღამით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ჩვენებების მისაცემად ნებაყოფლობით გამოცხადდა. სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ პრესასთან არცერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი. შსს–ს შენობიდან გამოსულ სპორტსმენებს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ მათი მეგორები და ოჯახის წევრები, ქართველი სპორტსმენები და პოლიტპატიმრები, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები.

 ჟურნალისტებთან მხოლოდ სპორტსმენების ადვოკატმა ისაუბრა. ზურაბ ბელთაძის თქმით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა „ხულიგნობის“ მუხლით და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. სპორტსმენებს შორის არიან ჭიდაობაში, კარატეში და წესების გარეშე ბრძოლაში მსოფლიო და ევროპის პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები.  სპორტსმენები იყვნენ თავიანთი ნებით გამოცხადებულები. განაცხადეს ის, რაც მათთვის ცნობილია ამ ფაქტის ირგვლივ. გამოძიება დაწყებულია ცემის ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ ბელთაძემ.

 საქინფორმი: დღეს საქართველო „კოჰაბიტაციის“ ნაყოფს იმკის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს დათესა. მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მაშინ არ დასაჯა სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება და არ აკრძალა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საქართველოში მხოლოდ „ნაცანალურს“ უწოდებენ. 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ყოფნისას ხომ მათ დახოცეს და დამამცირებელი მეთოდებით აწამეს ციხეებში ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი.

 სააკაშვილისა და მისი „ნაცანალების“ წყალობით საქართველოში ყოველი მერვე ლტოლვილად იქცა, ყოველი მე–9 პატიმრად, ხოლო ყოველი მე–10 მეწარმე გაკოტრებულია...