საზოგადოება
„ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ  ჟურნალისტებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

 „ამ ცენტრს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს, ასევე სხვა სპეციალისტებსაც ექნებათ უნიკალური საექსპერიმენტო ბაზა, საფუძველი იმისა, რომ მეცნიერება კვლავ აღორძინდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 „საუბედუროდ, დღევანდელ ბიუჯეტს არ აქვს ამის შესაძლებლობა, ამიტომ კერძო დაფინანსებით მოხდება ამის ჩამოყალიბება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას და დღეს, მას მერე, რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას და ეს გაგრძელდება ახალი გუნდით და ახალი ძალებით. პოლიტიკოსები და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის ღირსება, რაც გვქონდა ამ სფეროშ", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.