საზოგადოება
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ”ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.
”გახსოვთ, ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ - იქ გზის გაყვანა არ შეიძლებაო. ორი კვირის ჯაჯგურის შემდეგ კი გაირკვა, რომ 10 ჰექტარი საუკეთესო მიწა რკინიგზის აქეთ ნაცებს ჰქონდათ გასხვისებული. რეესტრში გვარიც კი არ იყო მითითებული ავტორის”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.