სამართალი
„სახალხო დამცველის ოფისში მოკალათდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან“ – არასამთავრობოები უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვენ

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირებები რელიგიურ და ეთნიკურ  ნიადაგზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია, ამ მიმართულებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

კულმინაცია ამ კუთხით იყო 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, როცა “სახალხო დამცველი”  ბავშვების ტაძრებში შესვლის, სანთლის დანთების და ლოცვის აკრძალვის ინიციატივითაც კი გამოდის და უკვე მერამდენედ საქართველოს ისლამოფობიაში და რელიგიური კონფესიების მიმართ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს.

გვიჩნდება დასაბუთებელი ეჭვი, რომ სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი  ასრულებს  უცხო ქვეყნის  შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამ დროს კი  საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებლებზე და  არცერთ ანგარიშში ამაზე არაა  გამახვილებული ყურადღება.

სახალხო დამცველის დღევანდელი ოფისი არის ბუდე, სადაც მოკალათდნენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ყოველდღიურად ებრძვიან.

აქედან გამომდინარე, 10 არასამთავრობო და საზოგადოებრივო ორგანიზაცია ითხოვს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რადგან ის წარმოადგენს ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

“უფლებადამცველთა გაერთიანება” - ნიკოლოზ მჟავანაძე
“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” - ლაშა სტურუა
“ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” - გრიგოლ გაგნიძე
“სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო” - მამუკა ტუსკაძე
“საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი” - მაკა ჯანელიძე
“საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება” - მანანა რთველიაშვილი
“მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების და ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი” - დიმიტრი თედოშვილი
“დაიცავი შენი უფლებები” - ლაშა გოლუბიანი
საზოგადოებრივი გაერთიანება “სამართლიანობისთვის”