აქტუალური
„ატლანტიკური საბჭო დარწმუნებულია, რომ დემოკრატიულ საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს მიზანს - შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ ალიანსს" - დეიმონ უილსონი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა გუშინ, თბილისში გამართული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მე–10 კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. ღონისძიება ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ეძღვნება. უელსიდან ვარშავამდე - ასე ეწოდება სესიას, რომელზეც საქართველოს უსაფრთხოებაზე და ვარშავის სამიტის დღის წესრიგზე საუბრობდნენ.

 "ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მშვიდობიან უსაფრთხო გარემოს, მაგრამ დღეს რუსეთი პრობლემას უქმნის ცივი ომის შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების სისტემას, იყენებს ძალას საზღვრების შესაცვლელად, ოკუპაციას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რაც საქართველოსა და უკრაინაში ხდება. გლობალური თვალსაზრისით ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ რეაგირება, არამედ საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სვლა", - განაცხადა დეიმონ უილსონმა