აქტუალური
"ყველაფერი, რაც კარგი და ცუდი ხდება ამ ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა" – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სოფელ კორცხელში განვითარებული მოვლენები იყო ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს იყო ნაბიჯი ქაოსისკენ, რაც არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ. ყველაფერი, რაც კარგი და ცუდი ხდება ამ ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნებისას განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 „ყოველთვის ვამბობდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში, რომ ასეთ მოვლენებზე პასუხს აგებს მხოლოდ ხელისუფლება. პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ პროვოკაციის ძალაა პროვოკაციაზე პასუხი. თუ პროვოკაციას არ ვპასუხობთ, ის არაფერია. ყველას მოვუწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ძალადობა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.