საზოგადოება
პროექტ ”პანორამას”ფარგლებში თბილისში იგეგმება სასტუმროების - ”სოლოლაკის მაღლობი” და ”თავისუფლების მოედანი” – მშენებლობა, დასრულების ეტაპზეა ”შეკვეთილის“ სასტუმრო

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. Marriott-ი დაინტერესდა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაწყებული ნახევარმილიარდიანი პროექტით“. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ „Marriot“–ს შორის შესაბამის ხელშეკრულებას  მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

 “Marriott- დაინტერესდა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაწყებული ნახევარმილიარდიანი პროექტით - მშენებარე სამი სასტუმროთი, რაც უდავოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ის, რომ საქართველოში შემოდის Marriott–ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეულში შედის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა არამარტო სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საქმიანი წრეებისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში: პროექტპანორამასფარგლებში თბილისში იგეგმება ორი სასტუმროს მშენებლობა - ”სოლოლაკის მაღლობიდათავისუფლების მოედანი”, ასევე დასრულების ეტაპზეაშეკვეთილის სასტუმრო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება  365 მილიონი დოლარია. სამივე სასტუმროს Marriot-ის უმაღლესი კლასის –  ,,Autograph Collection”–ის  ბრენდი გააერთიანებს. პროექტების ფარგლებში შეიქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.