სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგებიც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა.

შს მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილაუკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ევროპის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში, რაც ამჟამად ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამოქმედო მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.