აქტუალური
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი დაიწყო

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

სემინარში თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სპეციალისტები მონაწილეობენ. აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის წარმომადგენელი უილიამ ჰათჩი სამი დღის განმავლობაში აუდიტორიას გააცნობს ადამიანური რესურსების მართვის როლს,  სისტემას და მექანიზმებს, ასევე ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებსა და პერსონალის როლს შეიარაღებული ძალების განვითარებაში.