უცხოეთი
ცსს-ს თანამშრომელმა სენატის მიერ მომზადებული, აშშ-ში დაკითხვების მიმდინარეობისას წამების გამოყენების შესახებ მოხსენების ელექტრონული ვერსია წაშალა!

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სპეცსამსახურში ირწმუნებიან, რომ 6.7 ათასფურცლიანი დოკუმენტი შემთხვევით... წაიშალა! აღსანიშნავია, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ახლა. ამასთან, იტყობინებიან, რომ მოხსენება ერთადერთ ეგზემპლარად იყო წარმოდგენილი. თუმცა, მოგვიანებით წყარომ სადაზვერვო სამმართველოში განაცხადა, რომ უწყების განკარგულებაში არსებობს მოხსენების კიდევ ერთი ასლი, რომელიც შტაბბინის სეიფში ინახება.

სიტუაციამ შეაშფოთა სენატორი დიანა ფაინსტაინი, რომელმაც წერილი გაუგზავნა ცსს-ს ხელმძღვანელ ჯონ ბერნანს და აშშ-ის გენერალურ პროკურორ ლორეტა ლინჩს მოთხოვნით, წარმოუდგინონ დოკუმენტის ასლი.