პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე:“ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის ყრილობა, რომელიც „კომპარტიულ–კომკავშირულ“ ატმოსფეროში ჩატარდა და ზარ–ზეიმით დასრულდა“

 “ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის ყრილობა, რომელიც „კომპარტიულ–კომკავშირულ“ ატმოსფეროში ჩატარდა და ზარ–ზეიმით დასრულდა“- პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობას აფასებს:

"დიახ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელმა ყრილობამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს გახლდათ მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო შეკრება, ანუ წინასაარჩევნოდ „ადმრესურსის“ მობილიზაციის რეპეტიცია, რომელიც „კომპარტიულ–კომკავშირულ“ ატმოსფეროში ჩატარდა და ერთ საათში ზარ–ზეიმით დამთავრდა!

ნაცვლად იმისა, რომ პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარისგან, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან, საქართველოს მოქალაქეებს მოესმინათ ქვეყანაში რეალურად არსებული პოლიტიკურ–ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ყრილობის დელეგატები და ტელემაყურებლები გავხდით მოწმე მრავალჯერ გახმოვანებული ზოგადი ფრაზების, რომ – „ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი გასაკეთებელია“ და ამიტომ, პარტია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში?!..

გარდა ამისა, იყო მოლოდინი, რომ პარტიის დამფუძნებელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავდა ყრილობის დელეგატებს და საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ. მან „დუმილი ამჯობინა“?!..

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია მეტად არაერთგვაროვანია, რომელიც არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უფრო გართულდება, ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში „დუმილის უფლებით სარგებლობა“ ბიძინა ივანიშვილს (ქვეყანაში სტაბილურობის გარანტს!) და მის მიერ დაფუძნებულ პარტიას, საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებას არ უქადის!!!... პასუხის დაწერა..."- წერს კირვალიძე.

savemypost.com