პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართული არმია აუცილებლად შეასრულებს თავის მისიას – რუსეთთან ომში გაიმარჯვებს!

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დათო უსუფაშვილი (რესპუბლიკელი და რესპუბლიკელის – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის ქმარი) შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გუშინ ვაზიანში გაიმართა.

 „ჩვენმა სამხედროებმა, ცხადია, სახელმწიფოს, მისი ფუნდამენტის  შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ამ დღეს აღვნიშნავთ სიამაყის განცდით, რადგან ვხედავთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების წარმატებას. ასევე აღვნიშნავთ იმ პრობლემით, რაც საქართველოს აქვს მოუგვარებელი - ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპაციის ქვეშ. შესაბამისად, ქართული შეიარაღებული ძალების და ქართული სახელმწიფოს მისია არის შეუსრულებელი, მაგრამ ის აუცილებლად შესრულდება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.