საზოგადოება
დონალდ ტრამპმა ინდიანაში პირველადი არჩევნების შედეგებით გაიმარჯვა - სენატორმა ტეხასიდან ტედ კრუზმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. “დიდი სინანულით, მაგრამ ამავე დროს უსაზღვრო ოპტიმიზმით ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ ვწყვეტ საპრეზიდენტო კამპანიას”, - თქვა მან ინდიანაპოლისში თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას. კრუზმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ ბრძოლაში ძალების ამჟამინდელი განლაგებიდან გამომდინარე, “გამარჯვებისკენ სიცოცხლისუნარიან გზას” ვერ ხედავს, იუწყება რუსეთის ცკნტრალური საინფორმაციო სააგენტო. სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა შტაბმა სერიოზული ძალისხმევა გასწია ინდიანაში გამარჯვებისთვის, მაგრამ “ამომრჩევლები სხვა გზით წავიდნენ”.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ რესპუბლიკელთა კანდიდატად წამოყენებისთვის პრეტენდენტს დელეგატთა 1237 ხმა ესაჭიროება. გაზეთ The New York Times-ის გამოთვლით, ინდიანაში არჩევნებამდე ტრამპმა ყრილობის 997 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა, კრუზს 566 ხმა ჰქონდა, ხოლო კეისიკს - 153 ხმა.