სამართალი
პატრიარქი კირილის ინიციატივა, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს შს მინისტრმა უნდა განახორციელონ

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს, აღდგომას, НТВ -ზე პროგრამა “პოზდნიაკოვის” სტუმარი გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც, კერძოდ, თქვა:

 “ამჟამად ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს სასულიერო პირთა მთელი კორპუსი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს МЧС-თან ერთად მუშაობს. ადრე ასეთი რამ არასდროს ყოფილა. მაგრამ მღვდლის დახმარება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფსიქოლოგისა. სასულიერო პირის სიტყვა, რომელიც ეფუძნება იმას, რაც თავად უფალმა გვასწავლა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს უბედურებასთან გამკლავებაში ადამიანის დასახმარებლად”.