საზოგადოება
“ქრისტიანული მრწამსით აღზრდა ადამიანს აძლევს შინაგან ძალას, რომ თავისუფალი იყოს!” - პატრიარქი კირილი

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს, აღდგომას, НТВ -ზე პროგრამა “პოზდნიაკოვის” სტუმარი გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც, კერძოდ, თქვა:

 “სპორტსმენს დიეტა უნდა ჰქონდეს. მაგრამ მხოლოდ საკვების შეზღუდვით, ვარჯიშის გარეშე - არაფერი გამოვა. აი, დაახლოებით იგივე ხდება სულიერ ცხოვრებაში. მარხვა - გარკვეული დიეტაა, ის მიმართულია. რომ ადამიანს შინაგანი მდგომარეობის შეცვლაში დაეხმაროს. მაგრამ მხოლოდ მარხვა საკმარისი არ არის. როგორც ინჟინრები ამბობენ, გამომავალი სიგნალი არასაკმარისად მძლავრი იქნება.

 ...ზოგჯერ ამბობენ: ეკლესია თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგია. ეს აბსოლუტურად არასწორია. ეს სრულებითაც არ არის ასე. ეკლესია ადამიანის შინაგანი თავისუფლების აუცილებლობას ქადაგებს. მეტიც, ქრისტიანული მრწამსით აღზრდა ადამიანს აძლევს შინაგან ძალას, რომ თავისუფალი იყოს”.