პოლიტიკა
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა პარტნიორობისთვის გაწვდილი ხელი არ მიიღო, არამედ მეომრული გზა აირჩია!” - ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა გაზეთ The Wall Street Journal-თან ინტერვიუშიგანაცხადა, რომ აშშ ტექნიკური დაზვერვის არასაკმარის საშუალებებს იყენებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ინფორმაციის შესაგროვებლად, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა თანამგზავრები, რათა სამხედრო ნაწილების გადაადგილებას თვალი ადევნოს. მისი აზრით, აშშ-მა აუცილებლად უნდა მოახდინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობების კონცენტრაცია “მოსკოვის მზარდ სამხედრო ძლიერებაზე”.

ბრიდლავმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აშშ-მა რუსეთის მიმართულებაზე მომუშავე დაზვერვის ანალიტიკოსთა რაოდენობის გაზრდა დაიწყო. მისი თქმით, გაქანებული ცივი ომის დროს სადაზვერო ცენტრების ანალიტიკურ ქვეგანყოფილებებში რუსეთის შესწავლაზე 13 ათასამდე ექსპერტი მუშაობდა, სულ რაღაც სამი წლის წინ კი მათი რიცხვი მხოლოდ ათასი იყო.