საზოგადოება
შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ და შპს „ომეგა 2“-მა შეწყვიტეს ხანგრძლივი და წარმატებული დისტრიბუციის ხელშეკრულება

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რომელიც პარტნიორებს შორის  მრავალწლიან თანამშრომლობას მეგობრული მორიგებით დაასრულებს.

ამიერიდან „ომეგა 2“ ფოკუსირებული იქნება საკუთარი  ბრენდების წარმოებასა  და  დისტრიბუციაზე, ხოლო „ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-საგან დამოუკიდებლად მოახდენს.

მხარეები მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ.