აქტუალური
აშშ–ის სახდეპის სპეციალისტები ქართველებს მედიისა და სოცქსელების მეშვეობით ცნობიერებას მართვას ასწავლიდნენ

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალური მედიის ამერიკელი ექსპერტები ესტუმრნენ. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა (საქართველო) სტუმრებს დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათგან რეკომენდაციები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით საჯარო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე „ციფრული დიპლომატია“. სემინარის ძირითადი თემები სოციალური მედიის მართვა, სოციალური ქსელების მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის გზები და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო.