აქტუალური
გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ, სადაც 5 მაისამდე დარჩებიან

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გერმანიაში ვიზიტით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მრგვალი მაგიდა წამყვანი გერმანული გამოცემების ჟურნალისტებთან „ბერლინის პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა.

  „ბერლინის პრესკლუბში“ შეხვედრამდე თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ჟურნალისტმა ფრიდრიხ შმიდტმა ჩაწერა.

 გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრესტურის ფარგლებში მიიღებენ, რომლის ორგანიზატორი ევროპელი ჟურნალისტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ბერლინის პრესკლუბის“ ფინანსური ხელმძღვანელი კონრად ფრაიტაგია. მასთან ერთად საქართველოს მედიის 15-მდე წარმომადგენელი ეწვია, მათ შორის, Bild-ის ჟურნალისტი ერნსტ ელიტცი, პოპულარული ყოველთვიური პოლიტიკური ჟურნალის „ციცეროს“ მთავარი რედაქტორი ალექსანდერ მარგუიერი, WDR-ის რადიოჟურნალისტი ტომას ნილსი და Deutsche Welle-ს ჟურნალისტი ფოლკერ ვიტიგი.
 პრესტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებსაც ესტუმრებიან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.