სამართალი
"ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი“ - ომარ ნიშნიანიძე

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი.  “რუსთავი 2” უნდა გყავდეს, ქვეყანაში რომ არ იყოს, უნდა გამოიგონო“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წარმომადგენელი არ ნიშნიანიძე  სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს.

 „ასეთი მედია საშუალება მიხეილ სააკაშვილის, მაშინებლის უნდა იყოს, არაფერს აშავებს. ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი“, - აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.

 “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ სახელმწიფო ამ პროცესებში არ ერევა.

 „სახელმწიფო რომ ჩარეულიყო, ათჯერ უფრო სწრაფად განვითარდებოდა მოვლენები, გარწმუნებთ. არავის ინტერესში არ არის ახლა ვითარების დაძაბვა“, - აღნიშნა  ბერძენიშვილმა.