აქტუალური
„ნაცებიკარდაკარ დადიან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეხვეწებიან, რომ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის დამტკიცება შეჩერდეს“ – სანდრო ბრეგაძე

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. მოძრაობა ,,ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

 “მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს ამ ღალატის ამბავი—ნაცები (განსაკუთრებით ვინმე კანდელაკი) კარდაკარ დადიან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეხვეწებიან, რომ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის დამტკიცება შეჩერდეს, ხოლო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა სადისტებს გამოუშვებენ, ხოლო ნაცებს წარმატებული შედეგი დაუფიქსირდებათ საპარლამენტო არჩევნებში. ამაში მათ ხელს უწყობენ მათ მიერ გადაბირებული ლობისტებიც, მაგალითად სააკაშვილის პირადი ლობისტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და სხვა ესეთი ტიპის ვითომ “საქართველოს მეგობრები”. ეს გახლავთ ზუსტი ანალოგი კიტოვან-სიგუას და შევარდნაძისგან ნაყიდი სხვა პოლიტიკოსების ქმედებებისა, როდესაც ისინი 1991 წელს დარბოდნენ უცხოეთში და არწმუნებდნენ პოლიტიკოსებს, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას არ ეღიარებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. თავის დროზე ამ მანქურთების ღალატს სათანადო პასუხი რომ არ გავეცით, მივიღეთ სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და ქვეყნის დაქცევა, ვფიქრობ, დღეს აუცილებელია არა მარტო პასუხის გაცემა, არამედ პასუხისგება იმ პირებისა რომლებიც პირადი რევანშისტული ინტერესების გამო ხელს უშლიან ქვეყნის წინსვლას!!!!!!!!!” – აცხადებს ბრეგაძე.