პოლიტიკა
ბაიდენმა კვირიკაშვილს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა, რისი უფლებაც კასტრომ ობამას არ მისცა! - საქინფორმი

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელის რანგში აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბადენშეხვდა. თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში შეხვედრის დროს ბაიდენმა კვირიკაშვილს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა (იხ. ვიდეო). “საქართველო სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებაში”, - უთხრა მას კვირიკაშვილმა ტრადიციული ხელის ჩამორთმევის დროს. “ეჭვიც არ გვეპარება”, - უპასუხა ბაიდენმა.

 საქინფორმი შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის 90 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტის დროს კუბაზე, ბარაკ ობამას და კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს პრესკონფერენციის შემდეგ ამერიკის ლიდერს კუბელი კოლეგისთვის მხარზე ხელის დაკვრა სურდა, მაგრამ მან ამისი უფლება არ მისცა (იხ. ვიდეო).

 „ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში, როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.