საზოგადოება
„საქართველოში არავის აქვს სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია!" – პრემიერმა კვირიკაშვილმა იცრუა, რათა ევროპარლამენტარისთვის ესიამოვნებინა (საქინფორმი)

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. „არ მგონია, რომ სტალინი ოდესმე აქტუალური გახდეს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში"- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპელი დეპუტატის შეკითხვას, რომელიც სტალინს ეხებოდა. ევროპარლამენტარი დაინტერესდა, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს პრემიერი საქართველოში სტალინის ხუთ ძეგლზე.

 „არ მგონია, რომ სტალინი ოდესმე აქტუალური გახდეს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც სტალინის ძეგლების აღმართვას ეწინააღმდეგება. ამიტომ არ მგონია, რომ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ. საქართველოში არავის აქვს სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია, - იცრუა გიორგი კვირიკაშვილმა კეთილი განზრახვით, რათა საქართველოს მისცენ ე. წ. ვიზალიბერალიზაცია.

 საქინფორმი: კვირიკაშვილის დიპლომატიური ნიჭის გათვალისწინებით, ეს უპატიებელი შეცდომა იყო, რომელიც არაერთგზის წინ დახვდება. ყველამ იცის, რომ სტალინის ძეგლი არის ევროპაშიც, აშშ–შიც, სადაც პატივს სცემენ გენერალისიმუსის ხსოვნას, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, ხოლო უმეცარმა და ნეოფაშისტმა ევროპარლამენტარმა კითხვა წაიკითხა შპარგალკიდან, რომელიც მას „ნაციონალებმა“ გადასცეს ქართული დელეგაციიდან, სააკაშვილის ფულთან ერთად. და საეჭვოა კარგად გამოიყურებოდეს ქართველი, რომელიც უგულებელჰყოფს თავის ყველაზე დიდ თანამემამულეს, რომელიც საქართველოში უყვართ და რომლის ყველაზე დიდი ძეგლიც მალე აღდგენილი იქნება მისი მშობლიური გორის ცენტრალურ მოედანზე! კვირიკაშვილს კი მის სიტყვებს გაახსენებენ...