პუბლიკაციები
“სამაჩაბლო და აფხაზეთი ხელიდან გვეცლება და ჩვენ კვლავ ნაცებზე ვსაუბრობთ!” - ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის თვით აღიარებულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ აგვისტომდე ისინი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.

 აღნიშნულთან დაკაშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განცხადება გააკეთა: 

 ,,ოკუპირებული ტერიტორიების  რუსეთთან შეერთებისა და სხვა საკითხებთან მიმართებაში ოსებს და აფხაზებს რომ არავინ არაფერს არ ეკითხება , ყველამ კარგად ვიცით. ისიც კარგად ვიცით, რომ  გადაწყვეტილებებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით  მხოლოდ    რუსეთი იღებს.

 ამ ფონზე იმის მაგივრად, რომ დაგვეწყო მოლაპარაკებები რუსებთან, ჩვენი ქვეყანა კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დღის რეჟიმით ცხოვრობს.  სამაჩაბლო და აფხაზეთი კი ხელიდან გვეცლება.

 დღეს, ოკუპაციის წინაშე ვდგევრთ, ხვალ კი  ანექსიიის ფაქტის წინაშე დავდგებით თუ არ დაიწყება რუსეთთან  უმაღლეს დონეზე დიალოგი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.   მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინის მხრიდან არაერთი შემოთავაზება იყო შეხვედრაზე,  ჩვენი დასავლელი ,,მეგობრების’’ რჩევით ყველა შემოთავაზება უპასუხოდ დარჩა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვაქვს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებული და არა რუსეთს.  ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთ თურქეთის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის და თუ ხელისუფლებამ ნეიტრალიტეტი მაინც არ შეინარჩუნა  ანექსიის საკითხის გადაწყვეტაც  დაჩქარებულ რეჟიმში  ვიხილოთ”.