რელიგია
ილია მეორე : „გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში“

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 „ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა.

 გუშინ პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები, ასევე, სახალხო მედიცინის წარმომადგენლები დალოცა. საზეიმო წირვას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.