პუბლიკაციები
შევარდნაძის ყოფილი რეფერენტის სკანდალური განცხადება: მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვარდების რევოლუცია მოაწყო, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო და არის დღემდე

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი.
გვესაუბრება პოლიტოლოგი, შევარდნაძის ყოფილი რეფერენტი უშიშროების საკითხებში, ბატონი გია კუჭავა.

– იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ზოგიერთი ე. წ. პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო საქმეების გასარკვევად აშშ-ის საელჩოს აკითხავს,პოლიტიკურ სტაბილურობასა და სიმშვიდეს მაინც ვერ მივაღწიეთ, ძალიან შორსაა ჩვენი “მეგობარი ამერიკა...

– გასაგებია თქვენი ორაზროვანი შეკითხვის არსი, მაგრამ გაგახსენებთ, კენედიმ თქვა ერთხელ: იმას კი ნუ დაითვლით, რაგაგიკეთათ ამერიკამ, იმაზე იფიქრეთ, თქვენ რა გაუკეთეთ ამერიკასო.

ახლა ბევრი ამბობს: რა გაგვიკეთა მთავრობამ?! კი, მაგრამ შენ რა გაუკეთე შენს ქვეყანას?!

– რა გაუკეთეს ნაცებმა ქვეყანას – დავინახეთ. ცალი ხელით ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსებს,მეორე ხელით ახალი გუანტანამო მოაწყვეს საქართველოში, ახალგაზრდების ცნობიერება შებილწეს და ზნეობა დაგანათლებაც ზედ მიაყოლეს.

– კახა ლომაიას სიტყვები გაიხსენეთ, ის ამბობდა: ჩვენ არ გვჭირდება განათლებული ხალხი, ჩვენ გვინდა მუშახელიო.

მათ საქართველოში ბრბო სჭირდებოდათ, რადგან განათლებულ და მოაზროვნე ადამიანს ადვილად ვერ დაიმორჩილებ.

– თვითონ იყვნენ განათლებული?!

– “ნაცმოძრაობის “ვერხუშკა განათლებული ხალხი იყო, მაგრამ მათ არ მოსწონდათ გვერდით განათლებული ადამიანები,რადგან ვერ ეტყოდნენ – ეს მე ვიცი, შენ – არა. მე შენზე უპირატესი ვარ!

აი, ძმები ბერძენიშვილები, განათლებულები, მაგრამ ანტიქართველები არიან.

მოდით, ასე გეტყვით, მე-19 ს-ის დასაწყისში “თერგდალეულებმა დაიწყეს მოღვაწეობა, მაგრამ იცით, თუ არა, რომ”თერგდალეულები ერქვათ არა იმათ, რომლებსაც პეტერბურგში ჰქონდათ განათლება მიღებული, არამედ იმათ, რომლებსაციქ ჰქონდათ განათლება მიღებული, ამ განათლებას საქართველოს საკეთილდღეოდ იყენებდნენ და არა საკუთარიმერკანტილური ინტერესებისთვის.

ასე არიან, მაგალითად, ბერძენიშვილები და მათნი მსგავსნი, თავიანთ განათლებას საკუთარი თავისთვის იყენებენ, რათაკეთილდღეობა შეინარჩუნონ. ოლიგარქიულ-პლუტოკრატიული სახელმწიფო შექმნან და არა ის, რომ თვითონ ქვეყანა და ამქვეყნის ხალხი იყოს კარგად.

გინდ მიშა, ნაციონალები და რესპუბლიკელები ავიღოთ, ესენი ერთნი არიან, ერთი იდეოლოგია აქვთ, რაც ნიშნავს – მე უნდავიყო მმართველი, თქვენ – მართული.

მიშასგან და ნაციონალებისგან ამას მოველოდით, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ეროვნული განწყობით არასდროსგამოირჩეოდნენ რესპუბლიკელები, მაინც არ მეგონა, ასე თუ მიუახლოვდებოდნენ პათოსით ნაციონალებს.

გაიხსენეთ 1999 წლის არჩევნები. დავით ბერძენიშვილი გამოვიდა მაშინ ტელევიზიით, კანდიდატი იყო, კენჭს იყრიდასაბურთალოს რაიონში. მისი კონკურენტი იყო ზურაბ ჟვანია. დავით ბერძენიშვილმა თქვა: მიკვირს, რატომ დამიპირისპირდამოქალაქეთა კავშირის წარმომადგენელი ზურაბ ჟვანია, რადგან მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდსადა რესპუბლიკურ პარტიას, ძირითადად, ერთი და იგივე იდეოლოგია გვაქვსო. ნაცმოძრაობის დამფუძნებლებსა დარესპუბლიკელებს იმთავითვე ერთი და იგივე იდოლოგია ჰქონდათ. ამას თვითონაც აღიარებდნენ, მაგრამ რესპუბლიკელებიუფრო განათლებულები, უფრო ჭკვიანები და უფრო მეტი ნაძირლები არიან. ისინი უფრო მეტ საძაგლობებსაც ჩაიდენენ,ვიდრე ნაციონალები ჩადიოდნენ, ოღონდ ისე, რომ ხალხი გვიან მოვა აზრზე.

– ამ ბოლო დროს განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებს ხალხი რესპუბლიკელების მიმართ, ეს, შეიძლება, მართული პროცესიიყოს რომელიმე პატრიოტული ან კონკურენტული (თუ არსებობს ასეთი (?!) პოლიტიკური ძალისგან თუ თვით ხალხისსუბიექტური დამოკიდებულების გამოხატულება?

– შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რესპუბლიკლელებს არასდროს ჰქონიათ რეიტინგიქართულ საზოგადოებაში. თუ გადავხედავთ დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნების ისტორიას, რესპუბლიკელებიპარლამენტში დამოუკიდებლად არასდროს მოხვედრილან.

ამათ ისე, როგორც მიშას, სურთ, საქართველო იყოს თავიანთი კერძო შპს, თვითონ იყვნენ კარგად, დანარჩენი ქართველები,მათი აზრით, არის მეორეხარისხოვანი ბრბო.

რესპუბლიკელები კოალიცია “ქართულ ოცნებაში რომ არ შესულიყვნენ, დიდი ალბათობით, ისინი კოალიციას შექმნიდნენ”ნაცმოძრაობასთან. საარჩევნო ტექნოლოგიებში ძალიან კარგადაც ერკვეოდნენ სხვებთან შედარებით. თუ რესპუბლიკელებსკოალიციაში არ შეიყვანდნენ, კოალიციას ძალიან გაუჭირდებოდა უმრავლესობის მოპოვება.

კოალიცია ჭრელია, თუმცა მაინც მგონია, რომ რესპუბლიკელების შეყვანა კოალიციაში ცალკეულ პირებს პიარტექნოლოგებმაურჩიეს.

– ახლა კოალიციიდან რესპუბლიკელების გასვლა რა პრობლემებს შექმნის?

– შექმნის გარკვეულ პრობლემებს.

რამდენიმე თვის წინ კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელებმა მოითხოვეს სამინისტროებში რამდენიმედამატებითი ადგილი. 50 % გამსვლელი ადგილები მოითხოვეს სიაში მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებისპორტფელებთან ერთად.

– რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა გამოგვიცხადა ოდესიდან – მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, არ ვაპატიებКГБ-ს აგენტებს საქართველოს დანგრევასო. ეს უკვე ირონია აღარაა.

– მიშა ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ, ასე სადაა.

ჩემი აზრით, “ნაცმოძრაობა მომავალ არჩევნებში მაქსიმუმ 7-დან 11%-მდე აიღებს, ან იმასაც ვერა. ახლა აღარ დაეხმარებარუსეთის სპეცსამსახურები ისე, როგორც “ვარდების რევოლუციის დროს.

თუმცა გამორიცხულიც არაფერია, მაშინ, როცა “რუსთავი-2-ს ძირითადი დამფინანსებელი ცნობილია და ეს არის “როსნეფტი.

– დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს?

– კი, ბატონო, ფოთის პორტის მფლობელი გახლდათ დავით იაკობაშვილი, “როსნეფტის აქციათა მფლობელი და “ჯიპას ერთ-ერთი დამფუძნებელი. “როსნეფტი აფინანსებდა “ნაცმოძრაობას და “რუსთავი-2-ს. დანარჩენი თქვენ თვითონ გააანალიზეთ.თვით სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და არის დღემდე.

– ანუ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა სააკაშვილმა მოაწყო “ვარდების რევოლუცია?

– მსოფლიოში ცნობილ პოლიტოლოგს სერგეი კარა-მურზას გამოცემული აქვს წიგნი “რევოლუციი ნა ექსპორტ. სადაც ის წერს:თუ გსურს ქვეყანაში გარკვეული იდეის დისკრედიტაცია მოახდინო, იმ ქვეყანაში უნდა შექმნა პოლიტიკური პარტია,რომელიც იდეის დისკრედიტაციას შეძლებს, ანუ წარამარა უნდა იყვირო – ჩვენ გვიშველის ამერიკა და ევროპა და რეალობაშიამტკიცო სხვა რამე.

საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოყვანით ჩაფიქრებული იყო დასავლური იდეალების დისკრედიტაცია და ესმან შესანიშნავად განახორციელა.

უბრალო მაგალითს გავიხსენებ. მახსოვს, ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის სიტყვები: ჩვენ თანახმა ვართ, ჩატარდესხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ შევარდნაძე პრეზიდენტად 2005 წლამდე უნდა იყოს, სანამ ვადა არამოეწურებაო.

მიშამ მაინც თავისი გაიტანა და როცა იმ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა, შევარდნაძე მასშემდეგ გადადგა.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, აშშ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო შევარდნაძისგადადგომის.

პირადად მე მითხრა ცხონებულმა ნუგზარ საჯაიამ: პრესკონფერენციას მოვაწყობ და მიშაზე ისეთ რამეებს ვიტყვი,საქართველოდან ვერ გაასწრებსო.

– ანუ სააკაშვილი ჯერ რუსეთმა გამოიყენა, მერე აშშ-ის მფლობელობაში გადავიდა?

– არა, არა. გაიხსენეთ, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერალია. 1991 წლის აგვისტოშიმე, გია კუჭავა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მიტინგებზე ვიდექი, თემურ ალასანია და სააკაშვილი გეკაჩეპესუჭერდნენ მხარს. დროა, საზოგადოებამ ყველაფერ ამის შესახებ რეალური ინფორმაციები იცოდეს.

წყარო: georeg.ge