პუბლიკაციები
„ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუცია, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის მიღწევისათვის ხელოვნურად შექმნილი ხელშემშლელი ფაქტორები“: პაატა გიორგაძე - „საქინფორმს“

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი.

 პაატა გიორგაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს  საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი, ამავე აკადემიის ეკოლოგიურ უსაფრთხოებათა კომისიის წევრი, მრავალი სამეცნიერო შრომების და გამოგონებების ავტორი, ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის კონცეფცია-პროგრამის,  „ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციის“ ავტორი და თანაავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 „არც ერთ წარმატებულ ქვეყანას არ მიუღწევია განვითარების უმაღლეს მწვერვალს საკუთარი ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების გარეშე. ამ სტარდაფის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური თვისებების მქონე კონკურენტუნარიანი უპირატესობისა და მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი რესურსული პოტენციალი როგორიცაა  ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები. რომელსაც შეუძლია სწრაფად გამოიყვანოს ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისიდან, ფეხზე დააყენოს მუხლმოყრილი საქართველო და უახლოეს პერიოდში მიღწეული იქნას ხალხის კეთილდღეობა ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნით. სწორედ ამ რესურსის „როგორც ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის“ ქვეყნის სტრადტეგიულ რესურსად დაკანონებაზე ვიბრძოდი წინა ხელისუფლების დროს და ამას ჩავსჩიჩინებ დღევანდელ ხელისუფალს.  პირველმა ტყვია მესროლა შეშინება-დადუმების მიზნით, მეორე კი თავისი უმოქმედობით ფიზიკურად მანადგურებს.

დიახ! მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები კონსტიტუციურად უნდა დაკანონდეს ქვეყნის სტრატეგიულ რესურსად მისი განკარგვის უფლებით ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.  ე.ი. პირველ რიგში ქვეყანაა გადასარჩენი და მერე ხალხის უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად, სოციალურად ორიენტირებული, ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ფინანსური აქტივებით ძლიერი, დემოკრატიული  სახელმწიფოს მოწყობისა და ქვეყნის აღმშენებლობის, ჩვენს მიერ შემუშავებული  ახალი  მოდელის  რეალური განხორციელებაა აუცილებელი.

წინა,  ნაციონალური   ხელისუფლების   შეგონებამ   ნაყოფი  არ  გამოიღო, მათი ინტერესი მხოლოდ ჩემს მიერ, დაფასოებული სასმელი წყლის ინდუსტრიული   მშენებლობისათვის    მოძიებული  კაპიტალის ხელში ჩაგდებისა და მისი არამიზნობრივად გამოყენების სურვილით იყო განპირობებული. ისინი გაურბოდნენ  ხალხის დასაქმებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ერთად-ერთი მოტივით „მშიერ ბრბოში ჩათესილი შიშის  სინდრომი  მორჩილების  მყარი გარანტიაა, ხოლო მაძღარს  საპროტესტო მოვლენებზე ბუნტის ფსიქოლოგია უყალიბდება“ ამ ხედვებით მართავდნენ ქვეყანას იმ ავადსახსენებელ 9-წლიან პერიოდში და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ  მომიწია  მაშინ  წასვლა რითაც დავაზარალე საკუთარი ოჯახი და ახლობლები, სამაგიეროდ გადავარჩინე  ქვეყნისა  და  ხალხის   კეთილდღეობის  მიღწევის  რეალური  იდეა  მომავალი  თაობების  სასარგებლოდ.

სააკაშვილის  ხელისუფლებას ასეულობით წყლის ჭაბურღილები ლოტებად   გაჰქონდათ  აუქციონზე  გასაყიდად თითქოს ჩემს საწინააღმდეგოდ, იგივეს აკეთებს დღეს ბუნებრივი რესურსების სააგენტო. ზედიზედ რამდენჯერმე გაისმა ჩემთან საგანგაშო ზარები: საფრანგეთის და არაბული ქვეყნების  შუამავლები დადიან იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და კახეთის რეგიონებში და გასულ წელს „საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მთავრობის მიერ მიზნობრივად გამოყოფილი თანხებით წყლის რესურსების ბიოლოგიური კვლევებისა და სხვა აუცილებელი პარამეტრებით გადამოწმებული ობიექტების მისაკუთრებას სცდილობენ.  ვაფრთხილებ  შესაბამის  დარგობრივ  უწყების  ხელმძღვანელებს,  ბატონებო! თანამდებობებზე რომ სხედხართ ეს ხალხის დამსახურებაა და არა თქვენი, ამიტომაც საქვეყნო-სახალხო საქმიანობას უნდა ეწეოდეთ თქვენ და არა ისედაც დაკნინებული ქვეყნის უარესად დაკნინებას ცდილობდეთ. ნურავინ შეეცდება ამის გაკეთებას, თორემ მიიღებთ საზოგადოების დიდ რისხვას და უკან დაგრჩებათ თანამდებობაც და ქვეყანაც.  

გიმეორებთ! წყალი სახალხო საკუთრებაა და იგი უნდა მოხმარდეს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას!!! დაანებეთ თავი ამ რესურსების ირანში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მილებით გატანის, ქვეყნისათვის დამღუპველი, იდეის განხორციელებას  ან სხვა ნედლეულის სახით მის ხელაღებით გაყიდვას,  მე გამაჩნია უტყუარი ინფორმაცია, რომ თქვენი შუამავალი ემისრები უკვე იძენენ მოსახლეობის კუთვნილ სახნავ-სათეს ფართობებს, როგორც კახეთში ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, იმ ფართობებს რომლებიც ახლო მანძილითაა დაშორებული არსებული სახელმწიფო ჭაბურღილების წყაროებიდან და არტეზიულ ბასეინებიდან. გახსოვდეთ, თქვენი ერთჯერადი არაკანონიერი შემოსავლებით ქვეყანა ვერ გადარჩება და ვერც თქვენ შვილებს წაადგება ამ გზით მოპოვებული შემოსავლები.

პირველ   რიგში ქვეყანა, მამული, სამშობლოა გადასარჩენი ეს უნდა გაიგოთ ბატონებო.

ქვეყანაში შექმნილია ყველა წინაპირობა იმისა, რომ მიმდინარე წელი სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაძაბული და ბევრად უარესი იქნება, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდი. ამის დამადასტურებელია „ქართული ოცნების“ მიერ ნაციონალებისადმი ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის სახით გატარებული 3–წლიანი შემწყნარებლური პოლიტიკური ეპოპეა,  ისმის კითხვა: ვინ დარჩა დაზარალებული ამ თავსმოხვეული მიზან–შედეგობრივობაზე ორიენტირებული პოლიტიკით? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და მისი განუყოფელი ნაწილი, ხალხი. მიზეზი? მიზეზი ცალსახა და ნათელია! 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ნაციონალური მოძრაობის ყველა წამყვან ლიდერს საკუთარი ოჯახის წევრები გაყვანილი ჰყავდათ საზღვარგარეთ, არჩევნების დასრულებისთანავე გაქცეული მრავალი მათგანი მოვაბრუნეთ საზღვრებიდან, ამოვალაგებინეთ ჩალაგებული ხელბარგი  და  შევთავაზეთ  ქვეყნის  ერთობლივი  მართვა.  შედეგი? შედეგმაც არ დააყოვნა, მივიღეთ მართვის სადავეებთან მდგომი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გამაოგნებელი დისკრიმინაცია. ერთ მუჭად შეკრული ნაცების სექტა უფრო შედუღაბდნენ, ცოტა ხანში მოძლიერდნენ და დაიწყეს პრეზიდენტყოფილის მიერ დანაპირები მუქარის სისრულეში მოყვანა,  „ჩვენ თუ ხელისუფლებას ჩამოგვაცილეს, სულ მალე ნახავთ ქვეყანას ოცნება  90–იანი წლების მექრთამეობის ხანაში როგორ  დააბრუნებსო“. დაიწყო აღებ–მიცემობის წინასწარ დადგმული სცენარით, შეთითხნილი ფაქტების გაპიარება „რუსთავი–2“–ის, ტაბულისა და მათი გავლენის სფეროში მოქცეული სხვა მასმედიის საშუალებებით.

დღემდე მათი ქცევის მოტივაცია ემსახურება ერთადერთ  მიზანს, როგორმე დაუმტკიცონ საზოგადოებას, მმართველი გუნდის უნიათობა და ამ გზით შეაძულონ ისინი საქართველოს მოსახლეობას. მოვლენამაც არ დააყოვნა, საზოგადოებაში ნიჰილიზმმა და ხვალინდელი დღის უიმედობამ დაისადგურა. დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა, რაც უფრო გაამძაფრა ლარის დევალვაციამ, ნაციონალების ფავორიტმა, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკუთარი უმოქმედობით უფრო გაამწვავა მოსახლეობის მორალურ–ფსიქოლოგიური და გაუსაძლისი სოციალურ–ეკონომიკური ფონი, კაცთმოძულე ნეო–ლიბერალურმა ფრთამ, ვაი–ქართველების მეშვეობით, დაიწყო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე იერიშის მიტანა და ვეღარც აანალიზებენ, თუ რა ზიზღს სთესავენ  ქართულ საზოგადოებაში და რა საფრთხის შემცველია ამ ზიზღით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგები.

მოსახლეობა გააოგნა პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამ, რამეთუ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალზედ ეიმედებოდა მისი მოღვაწეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. უდიდესი მოლოდინი გაგვაჩნდა ჩვენც, ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გარკვეულ ნაწილს, რომლებმაც  „ქვეყნის  სწრაფი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კონცეფცია–პროგრამა“ შევიმუშავეთ და მაკროეკონომიკურ კვლევებს, საპროგნოზო რენტაბელური ბუნებრივი რესურსებიდან კონკურენტუნარიანი უპირატესობის რესურსის გამოვლენისათვის მისი გამოყენების  გრძელვადიანი პერსპექტივების დადგენის მიზნით   12 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომა მოვანდომეთ.

აქვე მინდა დავსძინო რომ,  საზოგადოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით შექმნილი საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის განვითარების ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო  2015 წლის სექტემბერში იქნა გაუქმებული.  ერთი თვით ადრე მე, როგორც ავტორს და  ჩემთან ერთად თანაავტორ, ცნობილ მეცნიერებს, პროფესორებს ზაურ ციხელაშვილს და  გურამ სოსელიას ოფიციალურ თანხმობაზე მოგვაწერინეს ხელი, რომ განახლებულ კომისიაში   შესულიყო ცვლილებები და ცნობილ-ღვაწლმოსილი, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერების ახალი შემადგენლობით: საინჟინრო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტის, აკადემიკოს ალეკო ჩხეიძის, აკადემიკოს   ელიზბარ ჯაველიძის, აკადემიკოს გიგა ბათიაშვილის, პროფესორ  ზურაბ გასიტაშვილის,  პროფესორ ნოდარ ჩხეიძის, პროფესორ ირაკლი მიქელაძის, პროფესორ კახაბერ ჭეიშვილის.  ქვეყნისათვის თავდადებული საზოგადო მოღვაწეების – ემვერ ნიჟარაძის,  გურამ  საღარაძის,  ქალბატონ ციალა ბექურაიძის, ექსპერტ სპეციალისტების   დიმიტრი ნიკოლაძის,  ბაქარ თოფურიძის, შალვა ნეფარიძის, ჯემალ  დავლიანიძის  მონაწილეობით  განახლებულიყო სამთავრობო კომისიის  მუშაობა, მაგრამ ვიღაც ამოუცნობი პირის ახირებული მოსაზრებით სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო გაუქმდა, ხოლო მიზეზი დღემდე გაურკვეველია და ბურუსითაა  მოცული,  ამ  საკითხზე აუცილებლად უნდა იქნეს  პასუხი  გაცემული დღევანდელ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ.

პასუხი უნდა გაეცეს იმ უმთავრეს კითხვას, რომელიც დღემდე აღელვებს სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ვინ, ან რა არის ის უხილავი ძალა, რომელიც წინ ეღობება, აფერხებს და განვითარების საშუალებას არ აძლევს ჩვენს ქვეყანას. არადა, მართლაც ძალზედ ახლო მანძილი გვაშორებს ღირსეული, ზნეამაღლებული, წესიერი ცხოვრების პირობებით,  წელში გამართული   სახელმწიფოს   ფორმირებასთან.

უფალმა მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ღირსეული, კულტურული  ცხოვრებისა და არსებობის  საშუალება გვიბოძა. საქართველო  ერთ–ერთი  უმდიდრესი  ქვეყანაა პლანეტა დედამიწაზე ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების მაღალხარისხიანი, ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი სასმელი წყლის მიწისქვეშა რესურსული პოტენციალით. მისი მარაგები ბევრად აღემატება   მსოფლიო მოსახლეობის 7,3 მილიარდზე მეტი ადამინის ყოველდღიური ბიოლოგიური მოთხოვნილების ნორმას (2–2,5 ლიტრი). დასაშვები საექსპლუატაციო  მარაგებიდან  ვიყენებთ  მხოლოდ  0,75%–ს  ე.ი  2,5 მ3/წმ–ში. რაც წელიწადში 50 მილიონ ტონა დაფასოებული პროდუქციის  ტოლფასია. ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებიდან 14-თვეში ქვეყნის ყოველწლიური ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12 მილიარდი აშშ დოლარით, ბიუჯეტი შეივსება  3 მილიარდი აშშ დოლარით.  დასაქმდება ათეული ათასობით ადამიანი საშუალო ხელფასით 1500 აშშ დოლარი. ეს ხელფასები გაორმაგდება მე–4 წლიდან დარგობრივი ეკონომიკური პროექტების ამოქმედებით, ხოლო მე–9 და მე-10 წლებში სახელფასო ანაზღაურება  გასამმაგდება (4500 დოლარის ექვივალენტი ლარში),  დასაქმდება  საქართველოს  შრომისუნარიანი  მოსახლეობის  450  ათასზე  მეტი ადამიანი კერძოდ:  სოფლისა და სატყეო მეურნეობის  გადამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკის, ურბანული განვითარებისა და მსუბუქი მრეწველობის დარგებში. რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონებში  გლეხურ-ფერმერული თანამედროვე სოფლებების ურბანულ მშენებლობაზე,  მამაპაპისეულ მიწა–წყალს უნდა დავუბრუნოთ ძირძველი მემკვიდრეები. ზემოთ ხსენებული  ურბანული პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელი თანხები და მოცულობითი სამუშაოები გათვლილი გვაქვს დარგობრივი ეკონომიკის კონცეფცია–პროგრამებში. თუ „მომავლის სოფლებში ცხოვრების მსურველთ  არ შევუქმნით ნაყოფიერი შრომის პირობებს, თუ არ ავუშენეთ: სკოლები, კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკა, სამკურნალო ამბულატორიული დაწესებულებები, თუ თავიდანვე არ გავუჩინეთ ადამიანებს ინტერესი გლეხურ–ფერმერულ კლასტერულ  მეურნეობებში ერთობლივი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლების  სტიმულირებისა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევძლებთ  სოფლად მათ დამაგრებას, ამიტომ   გათვლილი და განსაზღვრული გვაქვს ყველა თანამიმდევრობითი გასატარებელი ღონისძიებების ფულად  რესურსებით  უზრუნველყოფის  მექანიზმები. შრომის შედეგად მიღებული ჭარბი პროდუქტი  ჩვენს მიერ  შემუშავებული მთის კოოპერირების კონცეფცია-პროგრამის შესაბამისად თანამედროვე სისტემური მიდგომებით მოხვდება ქალაქის საცალო ვაჭრობის დახლებზე, ხოლო ფერმერი ადგილზე მიიღებს ანაზღაურებას  ყოველგავრი მოცდენის გარეშე, მსგავსი მოდელით იმუშავებს ბარის კოოპერირების კონცეფციაც.

მუდამ უნდა გვახსოვდეს თუ როგორ დააზარალა, ჩვენი აღმოსავლეთ რეგიონის საზღვრისპირა ძირძველი სტრატეგიული მნიშვნელიბის ჰერეთის სოფლები, წინა ხელისუფლებების გაუაზრებელმა დამღუპველმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს ვიტყვით დღევანდელი პოლოტიკური მმართველი გუნდის, ამ მიმართულებით საქმიანობის მკვეთრ გაუმჯობებსებაზე. კარგია მთის კანონი რომ მივიღეთ, ეს მართლაც წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია ქართული ოცნების მიერ, მაგრამ ის მცირე თანხები, რომელიც განსაზღვრულია ამ ტიპის რეგიონებისათვის, სანამ ჰერეთის მსგავს სოფლებამდე მიაღწევს, თუნდაც მისასვლელი გზების მშენებლობისათვის  საჭირო  დაფინანსებით, ეს სოფლები სულ დაცარიელდება.  მე კარგად მახსოვს თუ რა ბრძოლისა და  შრომის ფასად  შესძლო, ეხლანდელი იმერეთის გუბერნატორმა,   ბატონმა გივი ჭიჭინაძემ 2013-2014 წლებში მთიულეთში, ახალი სატრანსპორტო გზის მშენებლობისათვის  საჭირო თანხების მოძიება. ერთეული მაგალითებით ასეთ მტკივნეულ საკითხებს ვერ მოვაგვარებთ, საჭიროა  სახელმწიფო მიდგომებით ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონიმიკური განვითერების ერთიან ჭრილში მოკლევადიანი პროგრამებით  საკითხების მოგვარება. ჩვენ შევძელით ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა. შემუშავებული გვაქვს საზღვრისპირა მაღალმთიანი და ბარის ტიპის თანამედროვე სოფლების მშენებლობის კონცეფცია-პროგრამა ურბანული განვითარებით. პროგრამები  უზრუნველყოფილია საჭირო ფინანსური რესურსით. სხვა დანარჩენი ღონისძიებები ორთქლის დროებით გამოშვებისა და საკუთარი ხალხის მოტყუების ავანტიურაა, მერკანტული მიზნების მისაღწევად რასაც საზოგადოება არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქების, მუნიციპალური ერთეულების,  დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემების მშენებლობისათვის ფინანსურ უზრუნველყოფას, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალაქ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების წყალმომარაგება–წყალარინების სისტემები იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ წყალმომარაგების ძველ საინიჟინრო ნაგებობებში  დანაკარგები 48%–ს აღემატება, უნდა ვიცოდეთ, რომ  თბილისი მოიხმარს 21 მ3/წმ–ში წყალს ხოლო  წყალარინების მთავრ კოლექტორში (წყალშემკრებში) რომელიც  ლოჭინის დასაწყისში მდებარეობს  3,4% წყლით განზავებული მასა იყრის თავს, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ თბილისის წყალმომარაგება–წეყალარინების სისტემები  კატასტროფულად საგანგაშო მდგომარეობაშია. ამიტომაც გახშირდა ეხლახანს ელბაქიძის დაღმართზე მომხდარი მსგავსი მეწყერების საშიშროება, როგორც მარჯვენა ასე მარცხენა სანაპიროს დასახლებულ პუნქტებსა თუ სატრანსპორტო გზებზე.  კახეთში კი წყალმომარაგების სისტემების არარსებობის  გამო ვირ–ურემის სატრანსპორტო სისტემებით ხდება სასმელ–სამეურნეო წყლით უზრუნველყოფა, იმის გამო კი არა რომ ბუნებრივი სასმელი წყლის მარაგები არ გაგვაჩნია, პირიქით იქ წყალმომარაგების სისტემების არ არსებობითაა გამოწვეული დღევანდელი არასახარბიელო ზოგან კი საგანგაშო მდგომარეობა.

საქართველოს გადაუდებლად  ესაჭიროება  წყალმომარაგება–წყალარინების სისტემების მშენებლობისათვის საჭიროა 8 მილიარდი აშშ დოლარის სამუშაოების წარმოება 5 წლიანი სამუშაო პერიოდში,  წყალი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით,  როგორც დიდი ქალაქებისა და დაბებისათვის, ასევე სოფლად ყველა  მაცხოვრებელთათვის. ახალი სისტემების მშენებლობისათვის, 8 მილიარდი დოლარის მოძიება დღევანდელ საბიუჯეტო შემოსავლებით ყოვლად შეუძლებელია, ხოლო ჩვენი კონცეფცია-პროგრამით ამ თანხის მოძიება და მისი მიზნობრივად გამოყენება ჩვენივე ფინანსური მოდელით სავსებით დამაჯერებელი და რეალურია. რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც  ადასტურებენ საჭირო თანხებით უზრუნველყოფისათვის მათი  პრაქტიკული  დახმარების  თაობაზე.

მოგეხსენებათ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, უშუალოდაა დამოკიდებული ენერგეტიკის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩემთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა შემომეკრიბა ცნობილი ენერგეტიკოსების გუნდი და მათთან  ერთად შემექმნა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი  პროგრამა რომელსაც ღვაწლმოსილ მეცნიერ-ენერგეტიკოსის, ბატონი ანზორ ჭითანავას რეკომენდაციით,  ცნობილი, დამსახურებული მეცნიერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ბატონი მერაბ დადიანი ხელმძღვანელობდა, ჩემს მიერ შემუშავებული ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია-პროგრამის შესაბამისად შეიქმნა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტიული პროგრამა.  ჩვენ დათვლილი გვაქვს საბაზისე ენერგიის,  მცირე და საშუალო ჰესების, ალტერნატიული ენერგიის წყაროების, მზის, ქარის ენერგომიმღები სისტემების მშენებლობისათვის საჭირო თანხები და მისი შესრულების ვადები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პერსპექტივების გათვსალისწინებით.

დათვლილი გაქვს სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო ხარჯები. მსუბუქი მრეწველობის, ირიგაციისა და დეგრადირებული სასოფლო–სამეურნეო სავარგულების საბალანსო მოცულობის ზრდის ხარჯები, ასევე დათვლილი და მოძიებული გვაქვს კოოპერირების გზით   მთასა და ბარში კლასტერული წარმოებების მოწყობისათვის საჭირო თანხები, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის  საჭირო თანხებიც.  განათლება უნდა გახდეს ყველა ცოდნის მიმღებ მსურველთათვის ხელმისაწვდომი, დაფინანსდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები.  

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად მიგვაჩნია სოციალურად ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. ეტაპობრივად განხორციელდება სახელმწიფო შიდა ვალების 11 სახის სავალო ვალდებულებების გასტუმრება აქციებისა და ფასიანი მომგებიანი ქაღალდების სახით. დაკარგული კაპიტალი უნდა დაუბრუნდეს ხალხს! უნდა აღდგეს სოციალური სამართლიანობა! მხოლოდ რამოდენიმე ერთეულ ადამიანზე არ უნდა იქნებს გადანაწილებული ჩვენი წინაპრებისა და მშობლების მიერ შექმნილი მატერიალური სიმდიდრე, რასაც ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ხელაღებული სახელწიფო ქონების  პრივატიზაცია ადასტურებს,  ყველა მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებში, მაგალითად აშშ-ი სტრატეგიული ობიექტების 27% ოქროს კვეთის პრინციპით სახელმწიფო საკუთრებაშია თავმოყრილი და მასზე სახელმწიფო მართვა განკვარგვის უფლებამოსილებაა დაწესებული. საბიუჯეტო შემოსავლების 60%-ზე მეტი საშუალო და მცირე ბიზნესის მეშვეობით ფორმირდება ხოლო 1/5 -ზე ნაკლები მოდის დიდ ბიზნესზე, ესეიგი ბიუჯეტის შევსება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით მიიღწევა. ჩემთვის ძალზედ გაურკვეველია გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე რისთვის დევნიან ხელაღებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკიდან   მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ ფაქტორებს.  

უამრავ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რა საშუალებებით უნდა მოხდეს ყოველივე ზემოთ აღნიშნული სიკეთეების  განხორციელება და არის თუ არა მისი შესრულება რეალური?

დიახ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  რომ  ჩვენ გვაქვს დროის უმოკლეს პერიოდში ქვეყნის  ეკონომიკურ კრიზისიდან გამოყვანისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის უნიკალური და რეალური  შანსი, რაც დასაბუთებულია ჩვენს მიერ შემუშავებულ კონცეფცია პროგრამაში, ხოლო ბიზნეს გეგმის ფინანსურმა გაანგარიშებამ დაგვარწმუნა ქართული ეკონომიკის აღმავლობის გზით შემობრუნებაში.  არაერთხელ მითქვამს რომ  საქართველოს გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების რესურსული პოტენციალი, აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა გახდეს ბიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანა მთელ სამყაროში. ამის რეალურ საშუალებას იძლევა მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის სახელწიფო მარაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, დაბანდებული კაპიტალის უკუგების ძალზედ ხანმოკლე პერიოდი და ბუნებრივი კვლავწარმოების ანუ მუდმივ განახლების უნარი  რომლის  ერთ–ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია საქართველოს არეალში არსებული ტყით დაფარული  ფართობები, ე.ი. თუ გვექნება ტყე  მსოფლიოში დღეს მიმდინარე   გლობალური დათმობის პირობებშიც უწყვეტი ციკლით გვექნება მაღალხარისხიანი სასმელი წყალი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვის საგნად უნდა ვაქციოთ ტყის მეურნეობის ორგანიზაცია მართვა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჭრაგავლილ და დეგრადირებული ფართობების აღდგენა–განახლებითი სამუშაოების წარმოებას,  რომელსაც ორი ათეული მილიარდი აშშ დოლარზე მეტი და 25-30 წელი სჭირდება. ამ მოცულობის თანხებს, არცერთი ინვესტორი არ ჩადებს ჩვენს ქვეყანაში თუნდაც იმ პრაგმატულ მიზეზთა გამო რასაც კაპიტალის უკუგების პინციპი ქვია, ისინი არ დაელოდებიან ტყის გაშენებით მიღებულ საუკუნის შემდგომ ტყეკაფიდან სამასალე მორის რეალიზაციით მიღებულ მოსალოდნელ  ფინანსურ შედეგს ხოლო  დაბანდებული კაპიტალის ამოღების მიზნით-ეს მათთვის  აბსურდია.   სწორედ ამ მიზნით საჭირო  თანხების მობილიზებასა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის დარგობრივი სტრატეგიული  პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების კაპიტალიზაციის მოდელია  ჩვენს მიერ შემუშავებული, რომლის ექსკლუზივსაც  ვაწვდი თქვენს გაზეთს; ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგების კაპიტალიზაციის ტექნოლოგიებისა და მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების გამოყენება, რაც გულისხმობს ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის მატერიალიზებას საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი მომგებიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების, ევრობონდებისა და თამასუქების) სახით უზრუნველყოფს ბაზრის სეგმენტის მოპოვებასა და სასმელი წყლის ინდუსტრიული მშენებლობისათვის საჭირო 3 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვის რეალურ საშუალებას, რაზეც ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია ოფიციალური შეთანხმება აშშ–ს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნოტარიულად დამოწმებული  და დასაბუთებული  მიმოწერების  სახით. დასრულდება თუ არა ინდუსტრიული მშენებლობა და თუნდაც ერთეული პროდუქტი გადაკვეთს საქართველოს საზღვარს, სარეალიზაციო ფასის   24 ცენტ- ლიტრის პირობებით, ამ მოდელით იწყება ქვეყნის ყოველწლიური ფულად შემოსავლების ზრდის პროცესი  12 მილიარდი აშშ დოლარით. აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც რომ ჩვენ ქართულ მხარეს გვეკისრება მზა პროდუქციის საზღვრებამდე  მიტანა, ხოლო შემდგომ მისი რეალიზაციით მიღებულ მოგებაში მონაწილეობას არ ვღებულობთ.

ზემოთ აღნიშნულ ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელით, ფინანსურ ინსტიტუტებთან წინასწარ დაგეგმილი  შეთანხმებით ვიწყებთ კაპიტალიზაციის ტექნოლოგიების გამოყენების პირველი ეტაპის განხორციელებას. პირველ ეტაპზე სასმელი წყლის საერთო დასაშვები საექსპლუატაციო სახელმწიფო მარაგებიდან პესიმისტური მოდელის მიხედვით ვიღებთ მარაგის 25%–ს, ანუ 74,6 მ3/წმ–ში და ამ მოცულობის  შესაბამისი აქტივები გაგვაქვს სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გრძელვადიანი მცირეპროცენტიანი (წლიური სარგოთი)  ფინანსური რესურსების მოსაზიდად დარგობრივი ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად, რომელიც შესაბამისი მოგების მიღებით ფეხზე წამოაყენებს და ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებს უახლოეს  6 წელიწადში.  ე,ი, ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენ ინდუსტრიული წარმოების შედეგად მშპ–ს მოცულობის ზრდის პერსპექტივებისა და პროდუქციის უწყვეტი ციკლით წარმოების პირობების შექმნით რეალურად შევძლებთ  გავზარდოთ  ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობა მსოფლიო  გეოპოლიტიკურ რუკაზე,    კაპიტალიზაციისა და ფინანსურ რესურსებში ჩართვის ტექნოლოგიურ- ინოვაციური   მოდელის მეშვეობით საქართველოს აქტივების სახით შევძინეთ ასეული მილიარდობით აშშ დოლარის მატერიალური ფასეულობა უმაღლესი კლასის მსოფლიო საბანკო გარანტიით. რაც ერთ-ერთი უმთავრესი წინა პირობაა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის  ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა  და  წელში  გამართვისათვის. 

მე ზემოთ აღვნიშნე, რომ ქვეყნის სწრაფი სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებასა და დარგობრივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას სჭირდება ფული, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით  ინვესტიციების  შემოდინებას  ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ მხოლოდ უცხო კაპიტალის მფლობელთა მცირე ჯგუფების გამდიდრებას, ეს კი ეროვნულ ეკონომიკის  განვითარებას არაფერში არ  წაადგება და ჩვენი ხალხი სამუდამოდ უქონელ–უპოვარი  დარჩება! „სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები არის ერის ეროვნული სიმდიდრე და იგი უნდა მოხმარდეს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას “ შორეული პერსპექტივაში მომავალი თაობების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ თუ ქვეყნის გადარჩენა გინდათ,  თუ სურვილი გაგაჩნიათ  იმისა რომ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქოს  და ღირსეულად იცხოვროს  საკუთარ მიწაზე, კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდით და გაიაზრეთ  გონებაში თუ რა ეკონომიკური სასწაულის მოხდენაა შესაძლებელი ჩვენს მიერ წარმოდგენილი კაპიტალიზაციის   ტექნოლოგიების გამოყენების გზით ფინანსურ    „ტრანზაქციულ“ მოდელში და მსოფლიო უმაღლესი კლასის საბანკო  გარანტიების  აქტივების  სახით  უზრუნველყოფაში.  

ყოველივე ამის განხორციელების რეალურ შესაძლებლობაში დაგვარწმუნა  ჩვენივე ავტორობით შექმნილმა  ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კონცეფცია–პროგრამის შესაბამისად შემუშავებულმა ბიზნეს გეგმის   ფინანსური  ნაკადების  მოძრაობის 12 წლიანმა გათვლებმა და  მართლაც მივიღეთ „ქართული ეკონომიკური სასწაული“, რომლის განხორციელებაც გარდაუვალი და რეალურია.

ბიზნეს გეგმას შევურჩიე საინტერესო სახელწოდება „ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუცია“, რომლის შესამუშავებლად  ტექნიკურ–ეკონომიკურ გაანგარიშებაში ჩადებული იყო 3 მილიონი აშშ დოლარი, მაგრამ მაშინდელი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ეკონომიკურ–ფინანსურ დარგში დიდი სპეციალისტის, ბატონი ირაკლი კოვზანაძის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, ბატონი ოთარ კვესიტაძისა და აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის სამართლიანი   მოთხოვნითა და აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის თანადგომით, ფინანსურ საკითხებში ექსპერტ ლევან ბუაძის, ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ ზაზა გელაშვილის,  გენერალური დირექტორის დიმიტრი ნიკოლაძის, თანაავტორ პროფესორების: ზაურ ციხელაშვილის, ნოდარ ჩხეიძის, ალექსანდრე (ალეკო) ჩხეიძის, ირაკლი როდონაიას, ზურაბ გასიტაშვილის, სულიკო დარსაველიძის, კახაბერ ჭეიშვილის, გურამ სოსელიას, ილია ჩხიკვაძის,  ირაკლი მიქელაძის, გიგა ბათიაშვილის,  მერაბ ჩხენკელის, ლალი ღოღელიანის, მზია ზაკუტაშვილის,  ციალა ბექურაიძის, იოსებ ბუაჩიძის, გია ლობჟანიძის, ასევე  გამოჩენილი ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწეების: ემვერ ნიჟარაძის, გურამ საღარაძის, შალვა ნეფარიძის,  ლევან ჩაჩუას, ტატო ლასხიშვილის,  ვაჟა გავაშელის, სლავა შკრიაბაის,  ჯემალ დავლიანიძის ვალერი გაბელიას  და ექსპერტების გია კალაძის, გელა ბაბაკაშვილის მუხლჩაუხრელი 3-თვიანი  შრომით შეიქმნა „ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციის “  ბიზნეს გეგმა, ფულადი ნაკადების მოძრაობამ თვალნათლივ დაგვანახა დაბანდებული კაპიტალის უკუგების ძალზედ ხანმოკლე პერიოდი, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა და ხალხის დასაქმების პერსპექტივები სოლიდური სახელფასო ანაზღაურებით. ყოველივე ეს იძლევა სრულ გარანტიას ქვეყნის სწრაფი სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მისაღწევად,  ასევე ზემოთ ჩამოთვლილი, დარგობრივი ეკონომიკური პროექტების: მეცნიერებისა და განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, სატყეო მეურნეობის, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ურბანისტიკისათვის საჭირო გრძელვადიანი, მცირეპროცენტიანი ფულადი რესურსების მოსაზიდად.

თუ  დროულად იქნა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური  გადაწყვეტილება  მიღებული, ქვეყანა  სწრაფად  გადალახავს ეკონომიკურ კრიზისს  და ვიცხოვრებთ  ერთიან, ძლიერ,  განვითარებულ,  ქართულ დემოკრატიულ  სახელმწიფოში, მშვიდობიანი რეგიონალური ეკონომიკური სივრცით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყნის შვილები, გაცილებით უფრო მდიდრები, ვიდრე გაზისა და ნავთობის მფლობელი ქვეყნებია  და ასეთი სიღატაკის ზღვარს მიღმა არ უნდა ცხოვრობდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ველური საბანკო ეკონომიკური პრინციპების დღემდე ჩამოყალიბებულ პარადიგმებს უნდა ვებრძოლოთ სახელმწიფო მართვის ახალი სისტემური მიდგომებით, ასე რომ შემთხვევითი   არაა   ჩემს  შრომებში აქცენტები გამახვილებული  სახელმწიფოს მხრიდან  მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობ უპირველეს  პირობების შექმნაზე.

დამაფიქრებელი და ძალზედ სავალალოა ის, რაც მოხდა ლომაია–ხუბუას ტანდემით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტუალეტში გამოამწყვდიეს ღვაწლმოსილი პედაგოგ–მეცნიერები და მეორე დღეს 2800 თანამშრომელი  განდევნეს დედა–უნივერსიტეტიდან. ზოგი ნერვიულობას გადჰყვა, ზოგიც დღემდე დეპრესიაშია ჩავარდნილი და სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი წამყვანი ბანკის მესვეურთა მსგავსად, საკუთარი სახლის კედლებიდან უმოწყალოდ გამოყარეს დამსახურებული მეცნიერები და დღემდეც სამართლიანობის აღდგენის პროცესს ელოდებიან. რა თქმა უნდა ამის ჩამდენი და ხელშემწყობი კაცი,  მაშინდელმა  ნაციონალებმა არ ვიცი რის საფასურად ჩაითრიეს იმ სამარცხვინო  პროცესში, მაგრამ ფაქტი მომხდარია, რაზედაც ძალიან ვწუხვარ. მე შეგნებულად არ ვასახელებ მის ვინაობას ეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად ეუწყის თუ ვინ, როგორ იცავდა სასამართლო სხდომებზე უსულგულოდ გაყრილ-განდევნილ  მეცნიერ-თანამშრომლების ღირსების საკითხს იმ ავადსახსენებელ წლებში.

ეს არ გააკეთა დიდი მეცნიერის, ივერი ფრანგიშვილის შვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა  არჩილ ფრანგიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან უდიდესი ზეწოლის  მიუხედავად, თავის გუნდათან ერთად ვიცე რექტორ პროფესორ ლევან კლიმიაშვილის, რექტორის მოადგილეების თამაზ ბაციკაძის, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილისა და ქეთი ქოქრაშვილის თანადგომით,  შესძლო  გადაერჩინა  ტექნიკური უნივერსიტეტის     ღვაწლმოსილი    მეცნიერ-პედაგოგები        დაგეგმილ დევნისა და უმუშევრობისაგან.

ის რაც იმ ავად სახსენებელ წინა ხელისუფლების დროს მოხდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც  არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებდა აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომლის დროსაც დედა–უნივერსიტეტის არცერთი გოჯი მიწა და მატერიალური საკუთრება არ გაყიდულა  და მან  90-იანი წლების ძნელბედობის ჟამთა სვლის მიუხედავად   შეძლო გადაერჩინა მომავალი თაობების კუთვნილი   ფასეულობები   და    მატერიალური საკუთრება .

ის, რაც ხდება დღევანდელ ილიაუნიში და სხვა უნივერსიტეტებში, ეს ყოველივე ჩვენი შეჭირვებული ცხოვრებითაა განპირობებული. ყველა მტერი და მტარვალი ამ უნივერსიტეტების კედლებში პოულობს დედისა და ქვეყნის, ჩვენი სარწმუნოებისა და ეკლესიის მლანძღველ მაგინებლებს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ შეიქმნა, სადაც „შუშანიკის წამება“ დაიწერა, სადაც აბო თბილელმა წმინდა ხატს ფეხი არ დააბიჯა.

საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. თქვენი მომავალი თქვენვე გეკუთვნით, ჩემო თანამემამულენო, ვიბრძოლოთ ერთად ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენივე თვითმყოფადობის გადასარჩენად.

მეტად მნიშვნელოვანია აღვნიშნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც ჩემში და მეცნიერთა დიდ ჯგუფში გამოიწვია  ეკონომიკის მინისტრის, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის საკოორდინაციო საბჭოში საქმიანი ურთიერთობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიული თვისებებისა და უდიდესი პრაქტიკული ცოდნის თაობაზე. მე პირადად განცვიფრებული დავრჩი ჩვენი საუბრისას, იდეის წვდომისა და მეტად რთული ფინანსური მოდელის განხორციელებისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რეკომენდაციებისათვის.  მე უდიდესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული პრემიერ–მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილისადმი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ერთად, დაიწყება და მიღწეული იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი უწყების ჩინოვნიკურ ბიუროკრატიული  მართვის კულტურა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ   კერძო ბიზნეს–ინტერესების ხელშეწყობას საკუთარი გამდიდრების მიზნით. უნდა გაიგოს ყველამ, ეს ბუნებრივი რესურსი არის საერთო სახალხო საკუთრება და ის უნდა მოხმარდეს ქვეყანას და ხალხს, უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად.

გვახსოვდეს უფსკრულის პირას ცალ ფეხზე მდგომი ჩვენი ქვეყანა და ხალხი მისი  დიდხანს ვერ გაუძლებს სიღატაკითა და უიმედობით გამოწვეულ  ემოციურ დატვირთვებს. დროა, ყველა  გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ხოლო ეროვნულ ფასეულობებით  შენიღბულ  და პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილ სხვისი ხელის შემყურე ახალი ბურჟუის წარმომადგენლებს ვთხოვ ნუ გადააყოლებთ თვენს პირად კეთიდღეობას ჩვენი ქვეყნის,  ხალხისა და მომავალი თაობების კეთილდღეობას. 

თქვენი მეშვეობით,კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც  წვლილი შეიტანა „ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციის შექმნაში“ განსაკუთრეით ლევან ბუაძეს, ზაზა გელაშვილს, ალეკო ჩხეიძეს, დიმიტრი ნიკოლაძეს, ემვერ ნიჟარაძეს, ვაჟა გავაშელს, ელიზბარ ჯაველიძეს, გურამ საღარაძეს,  ზაურ ციხელაშილს, ნოდარ ჩხეიძეს, ლევან ჩაჩუას, გიგა ბათიაშვილს, მერაბ დადიანს, მაყვალა ბერიანიძეს, სულიკო დარსაველიძეს, შოთა კიკალ;იშვილს, თამაზ კუნჭულიას და ყველას ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა წლების მანძილძე ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობისათვის.

ერისა და ბერის, სრულიად საქართველოს საყურადღებოდ ვამბობ, ჩვენი ქვეყანა, მისი მოსახლეობა და მოდგმა ჩვენი, გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ  მთავრობისა და კანონმდებლების უმრავლესობაში აღსდგება ერთიანობის განცდა დასახული მიზნის მიღწევის კონტექსტში...მიზანი კი ერთად-ერთია ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების რესურსულ პოტენციალიდან გამომდინარე „საქართველო უნდა გახდეს ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ -ერთი წარმატებული ქვეყანა მთელ სამყაროში“ რაშიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და ხალხის კეთილდღეობის მიღწევის გარანტიებია ჩადებული. მუდამ გვახსოვდეს რომ ჩვენ უმდიდრესი ქვეყნის, ღვთისკურთხეული მიწის, წმინდა ღვთისმშობელ მარიამის წილხვედრი ქვეყნის  შვილები ვართ. მამულიშვილობა კაცთმოყვარეობა და გონიერება გადაგვარჩენს სამშობლოს სიყვარულთან ერთად“.