პოლიტიკა
„ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა“ პრემიერ კვირიკაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი  ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ (AECR) პრეზიდენტ იან ზაჰრადილს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ რიშარდ ჩარნეცკის და ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს რიჩარდ მისლომის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა  მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა“ საქართველოს პრემიერ–მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.