აქტუალური
„შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნატოს დღის წესრიგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა“ – ხიდაშელი

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თინა ხიდაშელი ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს.

 „თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს, როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომლებიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება.

 ვარშავის სამიტისგან ჩვენი მთავარი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს... ამ წუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრიგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა. ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა მინისტერიალის დაწყებამდე.