რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს – Arno Khidirbegishvili condolences to the American people

 აშშ, ამერიკელ ხალხს, მოთხოვნამდე

 

 ამ სტრიქონებს წერს უბრალო ქართველი - ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვინც პატივს სცემს ამერიკელებს ცარიელ ადგილზე შესანიშნავი ქვეყნის შექმნისათვის და მეცნიერებისა და ტექნიკის სასწაულებით მსოფლიოს გაოცებისათვის. ყოველივე ამას ამერიკელებმა მხოლოდ იმიტომ მიაღწიე, რომ ამერიკა,  საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ადამიანების შრომას ყოველთვის ღირსეულად აფასებდა და ადეკვატურად დოლარებში ანაზღაურებდა.

 მართალია, აშშ-ს ისტორიაში შავი ფურცლებიც იყო - როდესაც იქ ხოცავდნენ ზანგებს, რომლებმაც მსოფლიოს ჯაზი აჩუქეს, ან როდესაც აშშ-ს პრეზიდენტები, მთელი მსოფლიოს დაუფლების მიზნით, ვიეტნამისა და  იაპონიის, იუგოსლავიისა და ერაყის, ავღანეთისა და ლიბიის ხალხებს ანადგურებდნენ...

 მაგრამ დღეს აშშ-ს პრეზიდენტი შავკანიანია, მაგრამ მსოფლიოზე ბატონობის აკვიატებული იდეისაგან განკურნება ვაშინგტონში ჯერჯერობით ვერ შეძლეს, რასაც ადასტურებს 2016 წლის 9 თებერვლის აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ჯეიმს კლეპერის მოხსენება აშშ-ს კონგრეს.

 "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეფორმების განხორციელება გრძელდება, პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერების პირობებში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თითქმის უეჭველად არამდგრადი იქნება. გარდა ამისა, ეკონომიკური გამოწვევები, ალბათ, მთავრობისათვის პოლიტიკური მოწყვლადობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდება 2016 წლის არჩევნების წინ.

 ქართული ელიტის და საზოგადოებრიობის მზარდი იმედგაცრუება დასავლეთთან ინტეგრაციის ნელი ტემპების გამო, აგრეთვე სულ უფრო ეფექტიანი რუსული პროპაგანდა, ზრდიან იმის ალბათობას, რომ თბილისმა, შესაძლოა, შეანელოს ან შეაჩეროს ნაბიჯები უფრო მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა მაღალ დონეზე დარჩება და მიგვაჩნია, რომ მოსკოვი გააძლიერებს თბილისზე ზეწოლას ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირზე უარის თქმის სასარგებლოდ.

 რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომის დონის ამაღლებას და მუშაობს ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებაზე - როგორც რუსეთში, ისე გლობალური მასშტაბით. მოსკოვი გააგრძელებს ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას და ეცდება დასავლეთის დისკრედიტაციას, რუსეთის იმიჯის შემლახავი მოვლენების სურათის აღრევას ან დამახინჯებას, რუსეთთან დამოკიდებულებაში კონსენსუსის შერყევას და რუსეთის, როგორც პასუხისმგებელი და წამყვანი გლობალური სახელმწიფოს როლის დაცვას”, - განაცხადა გუშინ ჯეიმს კლეპერმა აშშ-ის კონგრესის ტრიბუნიდან,  რასთან დაკავშირებითაც გულითადად და გულწრფელად თანაუგრძნობ ამერიკელ ხალხს.

 ამერიკელები, როგორც არავინ სხვამ, იციან დოლარის ფასი, ამერიკელი გადასახადების გადამხდელი იხდის მაღალ გადასახადებს, მაგრამ რატომ ინახავენ აერიკელები სპეცსამსახურებს, რომლებიც ატყუებენ?!

 აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის დირექტორი (Director of National Intelligence) ან დილეტანტია, ან თაღლითი, რომელიც თეთრ სახლს ატყუებს, ან ამერიკის მთავრობა ატყუებ ამერიკელ ხალხს!

 თუკი ვინმე მაჩვენებს საქართველოში ცოცხალ "რუსეთის პროპაგანდისტს", ამერიკულ დაზვერვას ბოდიშს მოვუხდი და საქმიანობას შევწყვეტ - როგორც მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ანალიტიკოსი. თუ არა - მაშინ, დაე, ჩემი ნიჭიერი ამერიკელი კოლეგა ჯეიმს კლეპერი გადადგეს აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის თანამდებობიდან და მოღვაწეობა თავისი ნიჭით გააგრძელოს - ლიტერატურით დაკავდეს.

 სამაგიეროდ, შემიძლია საქართველოში აშშ-ს „რბილი ძალა“ და საინფორმაციო ომი გიჩვენოთ - პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის 90%, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე დაკავებული არიან ცრუ ანტირუსული პროპაგანდით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით, რისთვისაც ასობით მილიონ დოლარს იღებენ ამერიკული ინსტიტუტებისა და ფონდების ხაზით. სწორედ მათ, და არა რუსებმა, გააღვივეს საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობ, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს სურს რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაგრძელება, ისინი კი ძალით გვექაჩებიან ნატოში, ცდილობენ, ჰომოსექსუალიზმს და ერთსქესიან ქორწინებებს მიგვაჩვიონ!

 ხოლო ანტირუსული განწყობა საქართველოში თვითონ რუსეთმა გამოიწვია, რომელმაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოძმე ქართველი ხალხი დასავლეთსა და მიშკა სააკაშვილის ბანდას საჯიჯნად მიუგდო!

 რუსეთ თითი თითზე არ დაუკარებია რუსეთ-საქართველოს მეგობრობის, კულტურული და მართლმადიდებლური ტრადიციების აღორძინებისთვის, კაპიკიც არ დახარჯა რუსული ენის, რუსულსკოლების, რუსულენოვანი ჟურნალისტიკის და ლიტერატურის შესანარჩუნებლად, საქართველოში რუსულენოვანი მედიის დმოსახლეობის მხარდასაჭერად!  რუსეთმა მოვლენები თვითდინებაზე მიუშვა და სამაგიეროდ ორი „შავი ხვრელი“ საკუთარ ბიუჯეტში და ორი სამხედრო ბაზა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიიღო!  ასე რომ,

 ამერიკელებო! რუსეთს ნუკი ლანძღავთ, მადლობა უთხარით! სწორედ უდარდელი, მხდალი, წუწურაქი და კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკის წყალობით მოახერხა ამერიკა საქართველოს პრივატიზება!

 

ქართული საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 11 თებერვალი,
მთავარი ფოსტამტი, თბილისი, GEORGIA