უცხოეთი
როგორც 13 იანვარს საქინფორმის მთავარი რედაქტორი აფრთხილებდა, რუსეთში ყარსის ხელშეკრულებიდან გასვლაზე ფიქრობენ!

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. 2016 წლის 13 და 26 იანვარს ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა თავის პუბლიკაციაში „თურქეთის დაზვერვა ბათუმში ტერაქტს მოაწყობს და აჭარის დაცვის საბაბით იქ ჯარს შეიყვანს, რის შემდეგაც რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას გაწყვეტს” და გაზეთი „ასავალ–დასავალისთვის“ მიცემულ  ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნება” მოკლეს, რათა მან თურქულ ოცნებას ხელი არ შეუშალოს!“ დეტალურად აღწერა საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ყარსის ხელშეკრულებიდან რუსეთის სავარაუდო გასვლის შემთხვევაში (ყარსის ხელშეკრულება - რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა (რსფსრ) და თურქეთის დიდი სახალხო კრებას შორის ძმობისა და მეგობრობის შესახებ შესასრულებელი მოსკოვის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ხელი მოეწერა 1921 წლის 16 მარტს).

 ზემოაღნიშნულ პუბლიკაციებში კონკრეტულად არის მითითებული ძალები საქართველოში და მის გარეთ, რომლებიც ძალას არ იშურებენ ამ დამღუპველი სცენარის დასაჩქარებლად.

 და აი 2016 წლის 8 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა – რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცეკა–ს (ЦК КПРФ) თავმდჯომარის მოადგილე ვალერი რაშკინმა და რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცეკა–ს მდივანმა სერგეი ობუხოვმა მიმართეს რფ–ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს წინადადებით, მოხდეს მოსკოვის შეთანხმების (შესაბამისად, მასზე შესასრულებლად თანდართული ყარსის ხელშეკრულების) დენონსირება. „ვფიქრობთ, რომ ახლა, მზარდი თურქული აგრესიის პირობებში ჩვენ იურიდიულად უნდა დავამუშაოთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოკავშირეებისთვის ყველა არამომგებიანი რუსეთ–თურქეთის შეთანხმებების გადახედვის შესაძლებლობა“, – განუცხადა „იზვესტიას“ ობუხოვმა.

 თავისი კოლეგების ინიციატივას მხარს უჭერენ Справедливая Россия–შიც. სახელმწიფო დუმის დეპუტატი ოლეგ პახოლკოვის თქმით, მოსკოვის შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთის ინტერესების საზიანოდ. „თურქებმა შეთანხმებაში ძალიან მძიმე პირობები წამოაყენეს, მათ შორის, პუნქტი მთიანი ყარაბაღის შექმნის შესახებ. მაგრამ თურქები უნდა აღვზარდოთ, არაფერი ამ მზის ქვეშ მარადიული არ არის. და თუ თქვენ დღეს კვლავაც დგებით მოღალატურ პოზიციაზე, ძმობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმების დენონსაციის საკითხი ნორმალურ ზომას წარმოადგენს. ამ საკითხში მხარს დაგვიჭერს სომხეთიც“.

 ობუხოვის თქმით, ამ შეთანხმების გადახედვის საკითხი პირველად როდი განიხილება. ნაციზმის განადგურების შემდეგ, როცა ახალი, ომის შემდგომი საზღვრების დადგენის პროცესი მიმდინარეობდა, საბჭოთა კავშირი ანკარასთან ახალი ხელშეკრულების დადებას ითხოვდა, თუმცა, შემდგომში უარი თქვა თავის პრეტენზიებზე, სტალინის სიკვდილის შემდეგ.“ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან ორი – საქართველო და სომხეთი – არ ცნობენ შეთანხმების პირობებს, მიაჩნიათ რა ის უსამართლოდ. უნდა გვესმოდეს, რომ 1921 წელს ბოლშევიკების ხელისუფლება ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა: გრძელდებოდა უცხოური ინტერვენცია, სამოქალაქო ომი. იმ პირობებში საბჭოთა რუსეთი ძალის პოზიციიდან თურქეთს თავს ვერ მოახვევდა შეთანხმების უფრო მეტად მომგებიან პირობებს. შეთანხმება იმთავითვე აღიქმებოდა, როგორც დროებითი და უკვე 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომიდან უპირობოდ გამარჯვებით გამოსულმა სსრკ–მა მაშინვე განაცხადა, რომ  არ ეთანხმებოდა მოსკოვის შეთანხმების არსობრივად დისკრიმინაციულ პირობებს.

 დადებული შეთანხმების თანახმად, ყოფილი ყარსის ოლქი და ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი (იმყოფებოდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1878 წლიდან), ასევე ერივანის გუბერნიის ყოფილი სურმალინის მაზრა (შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში  1828 წლიდან), არარატის მთასთან ერთად თურქეთს მიეკუთვნა. სომხეთის რესპუბლიკა არ ცნობს ყარსის ხელშეკრულებას, რომელიც დადებული იქნა მოსკოვის შეთანხმების შესასრულებლად, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი დენონსირება მოახდინა 2005 წელს“