აქტუალური
საქართველოს არ სჭირდება MAP–ი, საქართველო ნატოში კარიდან კი არა, ფანჯრიდან ქურდულად შევა, ცრუობს ახირებული ხიდაშელი (საქინფორმი)

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოამბის კითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის ჩართვა ძირითადად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო.

 „საქართველოს ამოცანა და მიზანი არ არის MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა). ჩვენ, ქართული სახელმწიფო, არ ვითხოვთ MAP- და არ ვსაუბრობთ MAP-ზე. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს არის წევრობ, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 გადაცემის წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაბლოკვას შეეხო, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კერძოდ, უპასუხა: რეალობები იცვლება იმის მიხედვით, როგორც იცვლება გარემო. ჯეიმს აპატურაიმ ძალიან გასაგებად თქვა თავის ინტერვიუშიგეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შესაბამისადო. ჩვენ დღეს უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ხვალ, როდესაც გაიხსნება ეს ფანჯარა საქართველოსთან მიმართებაში, ზუსტად ისე, როგორც გაიხსნა ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან მიმართებაში, კარს არავინ გაგვიღებს, რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, მაგრამ ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ქართულმა სახელმწიფომ, რომ ნებისმიერ წამს, როდესაც გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, საქართველო მზად იყოს ამ ფანჯარაში შესასვლელად!.

 მაშასადამე, ახირებული ხიდაშელი ამბობს, რომ როცა ნატო რუსეთს დაარტყამს და მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, „რაც შეიძლება ნებისმიერ წამს მოხდეს“, ნატო მოახდენს საქართველოს ოკუპაციას, რომელსაც ალიანსში მიიღებენ უკვე მის მიერ MAP–ის წინასწარი პირობების შესრულების გარეშე – ანუ, არა წესისა და რიგისამებრ, სამართლებრივი პროცედურების დაცვითა და ნატოს წესდების მე–5 მუხლის მიხედვით, არამედ, ქურდულად, „ფანჯრიდან“...

 ცრუპენტელა ხიდაშელის ახალი დემაგოგია – „ნატოში შესვლა ფანჯრიდან“ – სააკაშვილი–ალასანიას ტყუილების ტრადიციას აგრძელებს: „საქართველომ მიიღო MAP–ზე მეტი, „საქართველოს ოქროს ბარათი მისცეს“ და სხვ.