აქტუალური
თინათინ ხიდაშელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ მეთიუ დიმიკს შეხვდა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იყო.