სამართალი
„ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან უსაფუძვლო და არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა“ – გია ვოლსკი

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ გადაცემა 20/30-ში სტუმრობისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 „წარმოიდგინეთ, მოსმენების საშუალება 100-ზე მეტ პროვაიდერს რომ არაპროფილურად მივცეთ, რომელიც შემდეგ, დაძაბულ საერთაშორისო გარემოში, უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა უნდა აკონტროლოს. ისედაც, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვასა და უზარმაზარ თანხებს მოითხოვს, რაც ბიზნესს დააზიანებს. პირადი მონაცემების დაცვის მძლავრი ინსტიტუტის შექმნაში ის გარანტიები, რასაც სახელმწიფო იღებს, ოპტიმალური გამოსავალია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.