პოლიტიკა
ქართული ოცნება - საქართველოში: საქართველოს თითოეული მცხოვრები 800 მილიარდიდან თავის წილს მიიღებს და შეიხივით იცხოვრებს!

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკულმა კომპანია Frontera Resources-მა განაცხადა, რომ სამხრეთ კახეთში 5,3 ტრილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინა (რომლის საერთო საფასური 800 მილიარდს შეადგენს), რაც “გაზპრომის” მარაგის მოცულობის 15%-ია.

შარშან კომპანია მარაგს 3,8 ტრილიონ კუბმეტრად აფასებდა. უახლოეს ხუთ წელიწადში ის აირის ექსპორტის დაწყებას აპირებს. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი თურქეთში და აღმოსავლეთ ევროპაში გავა.

შარშანვე კომპანიამ უკრაინულ “ნაფტოგაზთან” შეთანხმება დადო საქართველოში მდებარე თავისი ობიექტებიდან გათხევადებული აირის მიწოდების თაობაზე.

Frontera Resources - ნავთობგაზის ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნახშირწყალბადების ძიებითა და მოპოვებით არის დაკავებული.